სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავარიას სენაკში დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა

ავარია მოხდა სენაკი-ფოტის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ჭალადიდის მონაკვეთთან. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, დედა და მისი 3 და 5 წლის შვილები.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა დედას შვილები ბაღში მიჰყავდა და სავარაუდოდ, გზას კვეთდნენ. ქალს ბავშვებთან ერთად მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

მანქანის მძღოლი მძიმე მდგომარეობა ფოთის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

შემთხვევის ადგილზე კი ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვლილებს ექსპერტიზას ქუთაისის საავადმყოფოში ჩაუტარებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100