სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაცნობებთ რომ ქ.კასპში წულუკიძის 4 , გაიხსნა მოხუცთა და ინვალიდთა სახლი

გაცნობებთ რომ ქ.კასპში წულუკიძის 4 , გაიხსნა მოხუცთა და ინვალიდთა სახლი. ფართი გადმოგვცა შპს ,,გინიკა+’’. დაწესებულება გათვლილია 24 მობინადრეზე.

დაწესებულებაში შექმნილია ოჯახური გარემო ანუ მორგებულია თითოეული მობინადრის სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაზე.

მოხუცთა და ინვალიდთა სახლი არის თავშესაფრის ტიპის დაწესებულება სადაც ცხოვრობენ,უვლიან, კვებავენ და უწევენ სამედიცინო მომსახურებას მობინადრეებს.

დაწესებულებას აქვს ცენტრალური გათბობა, ავტონომიური ელექტრო და წყალ მომარაგება.ორი საევაკუაციო გასასვლელი.პერიმეტრი აღჭურვილია სათვალთვალო კამერებით.დაწესებულებას აქვს პანდუსი და ლიფტი.

ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შეუმსუბუქოთ მდგომარეობა და გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე ,როგორც მოხუცებს ასევე ინვალიდებს,ჩავრთოთ ისინი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.კერძოდ,გამოიკითხება თითოეულის შრომითი გამოცდილება წარსულში და მოეწყობა ინდივიდუალურად მორგებული მცირე სახელოსნოები.შემდგომ ამისა მოეწყობა ნამუშევრების გამოფენა -გაყიდვა. იმუშავებს ფსიქოლოგი.

პატივისცემით შპს ,,ავე+’’ დირექტორი ხათუნა წიკლაური.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით

Tel: 555-63-53-17, 597-11-11-55, 0-570-50-74-44

Mail: [email protected]

Facebook: kaspis moxucebulta saxli

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100