სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალი ფასდაკლება GEM fest-ის multi-pass-ებზე

GEM fest-ის ორგანიზატორები ითვალისწინებენ საზოგადოების განსაკუთრებულ მოთხოვნას Classic multi pass-ზე და მათი გადაწყვეტილებით, დღეიდან, მისი ღირებულება150 ლარი იქნება. ეს ფასი 20 ივლისამდე შენარჩუნდება. ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დაწყებამდე 10 დღით ადრე, ფასდაკლება აღარ იმოქმედებს.

ანაკლიაში, 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე კიდევ არაერთი სასიამოვნო სიურპრიზის გაცხადებაა მოსალოდნელი. იმ ფონზე, როდესაც GEM fest-ის line up-ში „ბუმა კულტურ პოპის“ ჯილდოს მფლობელი და გრემის ნომინანტი ტრანს დიჯეი არმინ ვან ბიურენი გამოჩნდა, ალბათ დამეთანხმებით, რომ წარმოუდგენელი უკვე არაფერი არ არის.

თანაც გასათვალისწინებელია, რომ GEM fest-ის line up-ის მხოლოდ 70%-ია ცნობილი და შესაძლებელია მის შემადგენლობაში კიდევ ვიხილოთ პოპულარობის ზენიტში მყოფი უამრავი ცნობილი სახე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100