სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს - დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 30-31 ივლისს ტემპერატურა მოიმატებს. 30-31 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში მოიმატებს +38, +39 გრადუსამდე, შავი ზღვის სანაპირო ზოლში- +31, +33 მდე. ამასთან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდები იქნება.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი მოქალაქეებს მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში რეკომენდაციებს სთავაზობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ უნდა შენარჩუნდეს სახლში სიგრილე: სახლში ტემპერატურა უნდა შემოწმდეს დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ.
"დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32 გრადუსს, ხოლო ღამით კი 24-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელის ასაკს გადაცილებული ადამიანებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ; ღამით უნდა გაიღოს ფანჯრები და ასეთ მდგომარეობაში უნდა დარჩეს დილამდე, იქამდე სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის); დღისით უნდა შემცირდეს სახლში სიცხის შეღწევა – აუცილებელია დაიხუროს ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს და შეძლებისდაგვარად გამოირთოს ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური განათება; უნდა ჩამოიკიდოს მზის მხარეს დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები და სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს; მათ ვისაც სახლში აქვს კონდენციონერი, უნდა დაკეტონ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოს ელექტროენერგია, რაც ასევე ხელს უწყობს ქვეყანაში ელექტრო ენერგიის დეფიციტს; რაც შეეხება ვენტილატორს, ის გამოსადეგია იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 35C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 35-ს, ის ვერ მოხსნის სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
ცენტრის კიდევ ერთი რეკომენდაციაა, რომ მოქალაქეებმა მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე.
რაც შეეხება სიცხისგან დაცვას, გამოქვეყნებული რეკომენდაციები ასეთია:
"უნდა მოხდეს გადასვლა ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით - ღამით.
თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, უმჯობესია დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას (მაგალითად რომელიმე საზოგადოებრივ შენობაში, სადაც ჰაერი კონდენციონერით გრილდება)".
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მაღალი სიცხის დროს მოქალაქეებს მოუწოდებს: მოერიდნონ დღის ყველაზე ცხელ პერიოდში ქუჩაში გასვლას, მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას, გაჩერდნენ ჩრდილში, არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში, შეინარჩუნონ სხეული გრილად და ტენიანად, მიიღონ გრილი შხაპი, ან გამოიყენონ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვა, ქუჩაში გასვლისას ატარონ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი და მზისგან დამცავი სათვალე. იხმარონ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან, მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე, ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელების გარდა, საკვები მიიღონ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდნონ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.
ცენტრის რეკომენდაცია ეხება მაღალი სიცხის შემთხვევაში სხვების დახმარებასაც, რომელიც შემდგომს გულისხმობს: დახმარების გეგმის გაცნობა უნდა მოხდეს ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის, მეზობლებისთვის, რომლებიც ძირითადად მარტონი არიან; ოჯახში უნდა მოხდეს განხილვა, თუ როგორ იმოქმედონ მაღალი სიცხის დროს ექსტრემალურ პირობებში, რათა ყველამ იცოდეს, თუ როგორ დაეხმარონ ადამიანებს, მოხდეს პირველადი დახმარების ჩვევების შესწავლა და ა.შ.
ცენტრის რეკომენდაციით, მედიკამენტის შენახვა უნდა მოხდეს 25 გრადუსის ქვემოთ ან მაცივარში, ქრონიკული დაავადების ან ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტის მიღების შემთხევავში, მათი დოზისა და მიღების ჯერადობის შესახებ ექიმთან აუცილებელია კონსულტაციის გავლა.
ცენტრის კიდევ ერთი რეკომენდაციაა, რომ თუ ადამიანი იგრძნობს თავბრუსხვევას, სისუსტეს, ფორიას, ძლიერ წყურვილს ან თავის ტკივილს, სასწრაფოდ მოთავსდეს გრილ ადგილას და გაიზომოს სხულის ტემპერატურა, მიიღოს წყალი ან ხილის ნატურალური წვენი. კუნთების მტკივნეული სპაზმის შემთხვევაში (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ უნდა მიემართოს ექიმს, ასევე ექიმს უნდა უჩვეულო სიმპტომების დროსაც.
"თუ ოჯახის რომელიმე წევრი, ან ნებისმიერი ადამიანი, ცხელია, კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს, კრუნჩხვები აქვს ან დაკარგა გონება, აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება ან დაკავშირება ოჯახის ექიმთან. აუცილებელია სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანონ გრილ ადგილას, დააწვინონ ჰორიზონტალურად, აუწიონ ფეხები, გაუხსნათ ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს, კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადოთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილონ 25-30 გრადუსის ტემპერატურის წყლით და გაუზომონ სხეულის ტემპერატურა. დაუშვებელია ამ დროს აცეტილსალიცინის მჟავის ან პარაცეტამოლის მიცემა", - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100