სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი გალერეა სტუდენტური არტის მხარდაჭერას იწყებს

თიბისი ბანკი ახალგაზრდა ხელოვანების პოპულარიზაციის ხელშეწყობას აგრძელებს. ბანკის გადაწყვეტილებით,თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ნამუშევრებს თიბისი გალერეა ერთი წლის განმავლობაში 6-ჯერ უმასპინძლებს.

თანამშრომლობის მემორანდუმი თიბისი ბანკსა და სამხატვრო აკადემიას შორის გაფორმდა. მემორანდუმის მიხედვით, სამხატვრო აკადემიის ისტორიული შენობის რესტავრაციის პროცესის დასრულებამდე, აკადემიის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მიეცემათ საშუალება, საკუთარი სასწავლო და შემოქმედებითი პროექტები თიბისი ბანკის საგამოფენო სივრცეებში გამოფინონ.

ექსპოზიციებს უმასპინძლებს თიბისი ბანკის როგორც თბილისის, ისე ბათუმისა და ქუთაისის გალერეები.

მემორანდუმის ფარგლებში, პირველი გამოფენა სახელწოდებით „გამოფენა N1“ თბილისში, თიბისი გალერეაში უკვე გაიხნა. ექსპოზიციაზე ახალგაზრდა ხელოვანების 20-ზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი. მათ შორის ფერწერული ნამუშევრები, ქანდაკების, ინსტალაციისა და ასამბლაჟის დეტალები.

თიბისი ბანკისა და სამხატვრო აკადემიის თანამშრომლობა უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. აკადემიის სტუდენტების ნამუშევრებს თიბისი გალერეამ მანამდეც არაერთხელ უმასპინძლა.

„გამოფენა N1“ თიბისი გალერეაში ერთი კვირის განმავლობაში, 27 ნოემბრამდე დარჩება.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100