სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით სერგეენკო ჯანდაცვის რეფორმებში ბერნარ კუშნერის ჩართულობას დადებითად აფასებს და მიესალმება

საფრანგეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრები „გლობალური ალიანსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის სტატუსით გამართა. კუშნერის ვიზიტის ძირითად მიზანს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და განხორციელებული წარმატებული პროექტების გაცნობა და შეფასება წარმოადგენდა.

საქართველოს ჯანდაცვის მინსიტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ ბერნარ კუშნერს ძალიან დიდი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე, კერძოდ, ფრანგი დიპლომატი 2008 წელს რუსეთ - საქართველოს ომის ყველაზე კრიტიკულ დღეებში სტუმრობდა და ქვეყანას მშვიდობა მოუტანა. გარდა ამისა, ბერნარ კუშნერის ჯანდაცვის რეფორმებში ჩართულობა უზრუნველყოფს მსოფლიო გამოცდილებაზე წვდომასა და საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას. ბატონი კუშნერი განათლებით ექიმია და განხორციელებული აქვს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებიც ახლაც მიმდინარეობს და წარმატებულია. ჩვენ ახლა უკვე გვაქვს შესაძლებლობა, რომ ბატონ კუშნერს ახლა უკვე სხვა ამპლუაში ვეთანამშრომლოთ და დაგვეხმაროს რეფორმების განხორციელებაში. ის დაინიშნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფისგლობალური ალიანსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. კუშნერი იქნება ჩვენი კონსულტანტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის და, ზოგადად, ჯანდაცვის რეფორმის საკითხებში. ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი იქნება საფუძველი კიდევ ერთი ნაბიჯისა ახალი სტრატეგიული დაგეგმარებისთვის ქართულ ჯანდაცვის სისტემაში. ეს არის დასაწყისი იმ ახალი თანამშრომლობისა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული იქნება. „გლობალური ალიანსთან" თანამშრომლობა აპრილში დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ნათლად დაგანახეთ, რომ ეს თანამშრომლობა შედგა".

3 დღიანი ვიზიტის ფარგლებში ფრანგი ექიმი და პოლიტიკოსი მთავრობის წევრებს, სამედიცინო საზოგადოებასა და სტუდენტებს შეხვდა. მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენცია: ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკენეში - საქართველო და მსოფლიო, რომელზეც მომხსენებელი და საპატიო სტუმარი თავად იყო. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გლობალური ალიანსის ერთობლივ კონფერენციაზე განხილული იყო ჯანდაცვის სფეროს ძირითადი მიმართულებები. ბერნარ კუშნერმა დადებითად შეაფასა საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროგრამები და რეფორმები და მათ წარმატებული უწოდა: საქართველომ უკვე განახორციელა სისტემის რეფორმირება. არსებობს ბალანსი კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის, რაც მაინცდამაინც მოსახერხებელი არ არის, მაგრამ ძნელია შეიცვალოს. იგივე მდგომარეობაა უკრაინაშიც, მაგრამ სასტარტო პირობები ჩვენთვის განსხვავებულია: თქვენ უკვე მოახდინეთ სისტემის რეფორმირება.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მნიშვნელოვანია და ჩვენი საზოგადოებისთვის, დიდი პატივია, რომ შესაძლებლობა გვაქვს გავიზიაროთ ბატონ ბერნარდ კუშნერის, მართლაც, უდიდესი გამოცდილება. დავით სერგეენკო ჯანდაცვის რეფორმებში „გლობალური ალიანსის“ როლსა და ბერნარ კუშნერის ჩართულობას დადებითად აფასებს და მიესალმება.

შეგახსენებთ, რომ ბერნარ კუშნერი საქართველოს 19 ნოემბერს ესტუმრა. ამჯერად, მისი სტატუსი განსხვავებულია. იგი ახლახანს დაინიშნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფგლობალური ალიანსისსამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. კუშნერის ვიზიტის ძირითად მიზანს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და განხორციელებული წარმატებული პროექტების გაცნობა და შეფასება წარმოადგენდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100