სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ცა დღეიდან არის დაზღვეული

საქართველოს ცა დღეიდან არის დაზღვეული, - შესაბამის ხელშეკრულებას დღეს საჰაერო ნავიგაციასა და სადაზღვევო კომპანია „უნისონს“ შორის მოეწერა ხელი.

ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.

„დღეიდან საქართველოს ცა არის დაზღვეული. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მოხდება რაიმე გაუთვალისწინებელი ჩვენს საჰაერო სივრცეში გადაფრენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობები სრულად დაზღვეულია მესამე პირისთვის და ეს სადაზღვევო პრემია შეადგენს 500 მილიონ დოლარს. ეს არის ერთი მხრივ, ვალდებულება, რაც ჩვენ გვაქვს ევროპის ცასთან შეერთებით, მეორე მხრივ, ეს არის აუცილებელი თვითონ ქვეყნისთვის, რომ რისკები იყოს სრულად მართული. აღნიშნული თანხები დღეს რეალურად ჩადებულია გადამფრენის ტარიფში, შესაბამისად, ეს პრაქტიკულად გადახდილია გადამფრენი კომპანიების მხრიდან“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქაერონავიგაციაში აცხადებენ, რომ პროექტი უპრეცედენტოა და მას საქართველოს საავიაციო ისტორიაში ანალოგი არ მოეძებნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100