სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

27, 28 და 29 ივნისს საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ფინალი გაიმართება

27, 28 და 29 ივნისს, 19:30 საათზე რუსთაველის თეატრში საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ფინალური კონცერტები გაიმართება.

ამჯერად, მაყურებლის წინაშე წარდგებიან ფესტივალის ლაურეატი მონაწილეები: ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, მგალობელთა გუნდები.

ფინალურ კონცერტებზე გამარჯვებულ ლაურეატებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები და სიგელები.

„ფოლკლორის ერონულ ფესტივალს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ფოლკლორის განვითარებისთვის. ფესტივალის მეორე ტურში არაერთი შემსრულებლის შემოქმედებითი წინსვლის მომსწრენი გავხდით. დიდი იმედი მაქვს, ფინალი კიდევ უფრო საინტერესო იქნება. ფესტივალის ლაურეატებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულებს გადაეცემათ სიგელები, პრიზები და ფულადი პრემია,” - განაცხადა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ.

შეგახსენებთ, რომ ,,საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ტარდება. ფესტივალი წარმოაჩენს საქართველოს ფოლკლორში არსებულ მდგომარეობას. იგი ხელს უწყობს ფოლკლორული ანსამბლების, მგალობელთა გუნდების, ქორეოგრაფიული ანსამბლების, ზეპირსიტყვიერებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისებას, მათი შემოქმედების პოპულარიზაციას. ასევე, გამოიცემა DVD ალბომი - ,,საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016” და ლაურეატთა ბუკლეტები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100