სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ფონდი ნატახტარის“ საინფორმაციო შეხვედრები რეგიონებში

26 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით, „ფონდი ნატახტარი“ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში საინფორმაციო-საანგარიშო შეხვედრებს გამართავს, რომლის დროსაც დაინტერესებული მხარეების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს კომპანია „ნატახტარისა“ და ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ წარმომადგენლები გააცნობენ „ფონდი ნატახტარის“ პროექტ „იზრუნე მომავალზე“ სპეციფიკას და ჩააბარებენ მათ მზრუნველობამოკლებული მოზარდებისა განათლებისა და დასაქმების კუთხით გაწეული საქმიანობის ხუთწლიან დეტალურ ანგარიშს.

შეხვედრები რეგიონული ცენტრების დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში შემდეგი თანმიმდევრობით გაიმართება:

#

ქალაქი

თარიღი

დრო

დარბაზი

1.

ქუთაისი

26 ივლისი

14:00

მცირე დარბაზი

2.

ბათუმი

27 ივლისი

10:00

დიდი დარბაზი

3.

ზუგდიდი

27 ივლისი

16:00

მცირე დარბაზი

4.

მარნეული

29 ივლისი

11:00

მცირე დარბაზი

5.

თელავი

29 ივლისი

15:00

დიდი დარბაზი

6.

გორი

30 ივლისი

11:00

მცირე დარბაზი

7.

ახალციხე

30 ივლისი

15:00

დიდი დარბაზი

კომპანია „ნატახტარმა“ 2011 წლის ნოემბერში, დააფუძნა „ფონდი ნატახტარი“ და დაიწყო საქველმოქმედო პროექტის „იზრუნე მომავალზე“ განხორციელება. ყოველი წელს, 3 თვის განმავლობაში „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხება 1, 3 და 5 თეთრი (შეფუთვების შესაბამისად). 5 წლის განმავლობაში ფონდში შეგროვდა 587857 ლარი და 200-ზე მეტ მოზარდს გაეწია სხვადასხვა ტიპის მომსახურება განათლებისა და დასაქმების კუთხით. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ მხარდაჭერით და საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100