სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნათლობის ადგილი უცვლელია: პატრიარქის ნათელღებულები

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 13 ივლისს ,,წმიდათა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას”- სვეტიცხოვლობას აღნიშნა.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლინა.

სვეტიცხოველობა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია, რომელიც წელიწადში ორჯერ, 13 ივლისსა და 14 ოქტომბერს აღინიშნება. 13 ივლისს ქრისტეს ყველა მოციქულს მოიხსენიებენ, 14 ოქტომბერს კი – ქრისტეს კვართს.

სვეტიცხოვლის დღესასწაულს დაემთხვა ჩვილთა მე-18 საყოველთაო ნათლობა, რომელიც ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. როგორც ცნობილია, პატრიარქის ნათლული კიდევ 500-მდე ჩვილი გახდება.

სრულიად საქართველის კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული დღეისათვის რვა ათასზე მეტია პატარაა.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქის ინიციტივით, ჩვილთა საყოველთაო ნათლობას საფუძველი 2008 წლის ნათლისღების დღესასწაულზე, 19 იანვარს ჩაეყარა. ამ ინიციატივით, ჯვარდაწერილი ოჯახების მე-3 და მომდევნო შვილებს საქართველოს პატრიარქი ნათლავს. მისი უწმინდესობის აღნიშნული ინიციატივის მიზანია, საქართველოში შობადობის გაზრდა და ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება.

პატრიარქის ამ ინიციატივას, მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი რეზონანსი მოჰყვა. ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობა ნელ-ნელა იცვლება და უკთესობისკენ მიდის. ეს სიახლე ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისთვის, უდიდესი საქმეა.

,,დრონი.ჯი” ერთ-ერთ რაიონში მცხოვრებ ოჯახს დაუკავშირდა, სადაც პატრიარქის პატარა ნათლული თამარ გამყრელიძე ცხოვრობს. თამარის დედის, ნანა გამყრელიძის თქმით, მას და მის ოჯახს ძალიან მოეწონა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინიციატივა, ჯვარდაწერილი ოჯახების მე-3 და მომდევნო შვილები მას მოენათლა.

,,ჩემი პატარა თამარი 2010 წლის 2 იანვარს დაიბადა, ის ოჯახში მესამე შვილია. მე და ჩემმა მეუღლემ თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ თამარი პატრიარქის ნათლული გამხდარიყო. თამარი 2010 წლის აპრილში მოინათლა და მისი ნათლია პატრიარქია. ეს ჩვენი ოჯახისთვის დიდი ბედნიერება იყო. წარმოიდგინეთ, რომ შენი შვილის ნათლია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია, რომელიც ქვეყნად უდიდესი ადამიანია და ცოცხალი წმინდანია. ღმერთმა დიდ ხანს გვიცოცხლოს ჩვენი პატრიარქი და ჩემი შვილის ნათლია,”- განუცხადა ,,დრონი.ჯი”-ს პატრიარქის ნათლულის დედამ.

შეგახსენებთ, რომ ნათლობა - ერთ-ერთი შვიდ საიდუმლოთაგანია, რითაც მორწმუნე პირველად ეზიარება ქრისტიანობას, განიწმინდება პირველქმნილი ცოდვისაგან, განერიდება ეშმას და ავ სულს, ნათლობით იწყება სულიერი ცხოვრება ქრისტიანისა. ესაა წყლით განბანვა და ხელახლა დაბადება. ნათლობა ხდება სულიწმიდის მადლით, მისი ძალით ხდება „განახლება ცოდვილი ადამიანის“, რომელიც წმ. ემბაზიდან პირველქმნილი შეცოდებისაგან განწმენდილ-გამართლებული გამოდის. საფუძვლად უდევს მაცხოვრის სიტყვები: „უკეთუ ვინმე არ იშვას წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა“ (იოანე 3, 5).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100