სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი დოკუმენტალისტების გამარჯვება იჰლავას საერთაშორისო კინოფესტივალზე

ქართველი რეჟისორი სალომე ჯაში იჰლავას კინოფესტივალზე 2 ჯილდოს მფლობელი გახდა. სალომეს ფილმმა "დაისის მიზიდულობა" ორივე საკონკურსო სექცია მოიგო (Best Central and Eastern European Film ; Best Debut Documentary Film), რომელშიც იგი წარდგენილი იყო.
კინოფესტივალზე დაჯილდოვდა კიდევ ერთი ქართველი დოკუმენტალისტი ნინო გოგუა. რეჟისორის ნამუშევარს "ნივთები" პრიზი ფესტივალის ახალგაზრდული ჟიურისგან გადაეცა.
იჰლავას დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 1997 წელს დაარსდა და მას შემდეგ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ მთავარ კინომოვლენად ითვლება.
წელს ფესტივალი 25-30 ოქტომბერს გაიმართა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100