სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ყველას ვურჩევ რომ „გალფში“ არ ჩაასხას საწვავი"

საქართველოში, საწვავის ხარისხი ხშირად მისი ფასის ადეკვატური არ არის. ვყიდულობთ თუ არა, ხარისხიან საწვავს ჩვენი ავტომობილებისათვის?

გადავწყვიტეთ, ამ თემაზე მძღოლებს, მათ შორის ტაქსის მძღოლებს გავსაუბრებოდით. აღმოჩნდა, რომ ავტომობილების მფლობელებს, ყველაზე მეტად „გალფის“ მიმართ აქვთ პრეტენზიები.

არადა, „გალფი“, მომხმარებლების მისაზიდად სხვადასხვა სახის აქტივობებს ახორციელებს, როგორც ჩანს, სწორედ იმიტომ რომ მათ მიმართ ნდობა ქვეითდება?

დავით მაისურაძე: „ყველას ვურჩევ რომ „გალფში“ არ ჩაასხას საწვავი. არ ვიცი რაოდენობაში აკლებენ თუ არა, მაგრამ ვიცი რომ მათი ბენზინი უხარისხოა. ჩემს მანქანაზე მაქვს გამოცდილი... „გალფის“ ბენზინით ბევრად ნაკლებ კილომეტრს გავდივარ“.

ია ბერიძე: „ჩვენთან ალბათ არსად არ იყიდება უმაღლესი ხარისხის ბენზინი, თუმცა, მირჩიეს რომ „გალფში“ არ ჩავასხა.

- თქვენ რომელი კომპანიის საწვავს ანიჭებთ უპირატესობას?

- თითქმის ყველგან ვასხამ, „გალფის“ გარდა.

- რატომ არ ყიდულობთ „გალფში“ საწვავს?

- ამბობენ რომ ევროპული მანქანებისათვის, „გალფის“ ბენზინი უხარისხოა“.

ვალერი (ტაქსის მძღოლი): „ამჟამად გაზზე მყავს მანქანა, თუმცა, როდესაც ბენზინზე მყავდა, დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი თუ სად ჩავასხამდი ბენზინს, რადგან ასე მგონია რომ ყველგან ერთნაირი ხარისხია.

თუმცა, შედარებით უხარისხო ბენზინს ყიდიან „ლუკოილსა“ და „გალფში“.

ხარისხის გარდა, მომხმარებელთა დიდ ნაწილს საწვავის ფასიც აწუხებს. მათი აზრით, მიუხედავად იმისა რომ ნავთობის ფასი ვარდება, ეს ფაქტორი ქართულ ბაზარზე გავლენას არ ახდენს.

„ალბათ იმიტომ რომ ჩვენი ეროვნული ვალუტა - ლარია არასტაბილური“, - მიიჩნევს ნიკო გელაშვილი, რომელიც ბოლო 10 წელია, ტაქსის მძღოლობით არჩენს ოჯახს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100