მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა Droni.ge-ზე, სპეციალური ფასები: 599 877 901
სარეკლამო ბანერების ფასები
სარეკლამო ადგილი - 31
200 x 500
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272812345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ბლოგები
„და­გი­ლა­ი­ქა?“ – „ა­რა, და­მი­კო­მენ­ტა...“
ახლა კითხულობენ

ეს მხოლოდ თბილისელ ბიჭებს შეუძლიათ  

ქართველმა მოდელმა გოგომ შეყვარებულს ხელი სთხოვა  

"ნიაკო ნასვამმა ახალგაზრდამ იმსხვერპლა" - მამის პოსტი, რომელიც აგატირებთ  

პითონმა მთვრალი მამაკაცი გადაყლაპა (ფოტო)  

ხვალიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი ამინდები დაიწყება  

მიხეილ სააკაშვილის კომენტარი სანდრა რულოვსის გულახდილ ინტერვიუსთან დაკავშირებით 

საბედისწერო რიცხვი "13" დიდი კომპოზიტორის ვაგნერის ცხოვრებაში 

მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი და ბიზნესში წარმატებული ქალი 

როგორ შეცვლიან ელექტრომობილები სამყაროს 

„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში ფილიალი გახსნა! 

ზამთრის დიდი ფასდაკლება კიაში 
„ეს შობა უკანასკნელი იქნება კაცობრიობისთვის“
ლიკა შონია
16:46 11.01.2017

ტენესის შტატის ქალაქ ოუკ ბრიჯში წმინდა ანას სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა სტივენ ფრიმენი, რომელიც არის უამრავი წიგნისა და სტატიის ავტორი, ბლოგერი გვერდისა „მადლობა უფალს ყველაფრისთვის,“ გასულ შობას უკანასკნელს უწოდებს თითოეული ადამიანისთვის:

„ქრისტე - ეს არის ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული, სადაც არ უნდა იყოს ღმერთი, იქვეა ყოველი საგნის დასაბამიც და დასასრულიც. თუ ქრისტე ამ წელიწადსაც იმყოფება შობაში, მაშინ ეს იქნება უკანასკნელი შობა კაცობრიობის ისტორიაში.

ჩვენი ფიქრი სამყაროზე ხასიათდება დროის სწორხაზობრივი მიმდინარეობით და მიზეზ-შედეგობრივი კავშირით. ჩვენ არასდროს ვიტყვით, რომ იმან, რაც ხვალ მოხდება გამოიწვია ის, რაც მოხდა გუშინ - ეს ხომ ცხადია.

მაგრამ ცხადი არაა, როდესაც ჩვენ გვესმის საღმვრთო ლიტურგია, სადაც ამ პირობითობის საწინააღმდეგო რამაა ნათქვამი. იოანე ოქროპირის ლიტურგიაში ასეთი ფრაგმენტია: „შენ არა არსისგან ყოფად მომიყვანენ ჩუენ და დაცემულნი კუალად აღმადგინენ ჩუენ და არა განეყენე ყოვლისავე ქმნად, ვიდრემდის ზეცად აღმიყვანენ ჩუენ და მოგვმადლე ჩუენ სასუფეველი მერმისა.“

აქ დროში თანხვედრა აცილებულია, ანუ „მოგვმადლე ჩუენ სასუფეველი მერმისა“ ნიშნავს იმას, რომ ღმერთმა რაღაც გვაჩუქა წარსულში, რაც ჯერ არ დამდგარა. ის გვხვდება ბასილი დიდის ლიტურგიაშიც: ამას ჰყოფდეთ მოსახსენებლად ჩემდა, რომელ რაოდენ გზის სჭამდეთ ხორცსა ამას და სასმელსა ამას სმიდეთ, სიკუდილსა ჩემსა მიუთხრობდეთ, და აღდგომასა ჩემსა აღიარებდეთ. მომხსენებელნი უკუე ჩუენცა, მეუფეო, საცხორებელთა შენითა ვნებათა, ცხოველისმყოფელისა ჯვრისა, სამ დღე დაფლვისა, მკვდრეთით აღდგომისა, ზეცად აღსვლისა, მარჯუენით შენ ღმრთისა და მამისა დაჯდომისა, დიდებით და საშინელად მეორედ მოსვლისა შენისა.“

"დიდებით და საშინელად მეორედ მოსვლა" უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი შედის იმ მოვლენათა რიცხვში, რომლებიც უკვე მოხდა...“

ფრაგმენტი, რომლის შესახებაც ზემოთ იყო ლაპარაკი, ეს წმ. იოანეს "გამონაგონი" როდია. ის უბრალოდ მისდევს ენას, რომელიც შეგვიძლია ვნახოთ ახალ აღთქმაშიც: "მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავისი უშრეტი სიყვარულით რომ შეგვიყვარა, ბრალეულობით მკვდარნი ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა (მადლით ხართ გამოხსნილნი), მასთან ერთად აღგვადგინა და მასთანვე დაგვსხა ზეცას ქრისტე იესოში" (ეფეს. 2:4-6) და კიდევ: "სიხარულით ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას, ... რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისგან და შეგვიყვანა თავისი ძის სასუფეველში" (კოლას.1:12-13).

რაღაცაზე, რაც სრულიად ნათლად განეკუთვნება მომავალს, ლაპარაკია წარსულში, და მომართულია ჩვენკენ აწმყოში. რა არის ეს? აქ არის ნამდვილი არსი ესქატოლოგიისა, სწავლებისა სამყაროს აღსასრულის შესახებ.

თანამედროვე ქრისტეანთა ერთი ნაწილისთვის ესქატოლოგია ეხება საკითხებს იმის შესახებ, თუ რა მოხდება სამყაროს აღსასრულს. ისინი ეხებიან ომებს და პოლიტიკურ ლიდერებს, ეკლესიის დევნულებას და მრავალ მსგავს თემას. ისინი ბოლო ჟამს აყენებენ უკანასკნელ ადგილზე, და თავად ეთანაწყობიან ნორმალური სამყაროს მიზეზ-შედეგობრივი კავშირისა და დროის მდინარების სწორხაზოვან გაგებას. მაგრამ ეს ყოველივე არ ატარებს თვისებას გაგებულ იქნას წმ. მოციქულ პავლეს ან წმიდა იოანე ოქროპირის უცნაური მეტყველება და, არსებითად, იკარგება ბოლო დღეების მთელი აზრი და მნიშვნელობა.

ქრისტეს (და იოანე ნათლისმცემელის) პირველი მიმართვა ასეთი იყო: "შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ" (მათე 4:17). თანამედროვე ღვთისმეტყველები, რომლებმაც დაკარგეს ესქატოლოგიის ჯეროვანი გაგება, ხშირად არასწორად განმარტავენ ამ ცნებას, როგორც განაცხადს სამყაროს აღსასრულის უმალ დადგომაზე სწორხაზობრივი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გაგებით. ზუსტად ასევე, ისინი ფიქრობენ, რომ იესო ამაში "ცდებოდა" და, რომ მის მიმდევრებს მართებდათ ამ სიტყვების "რედაქტირება", რათა მოეხსნათ წინააღმდეგობა.

მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველა შეცდომა როდია ინტერპრეტაციაში. მრავალთათვის "ცათა სასუფევლის დადგომა" გახდა ეთიკური მოვლენა, მაშინ როდესაც დანარჩენები უბრალოდ ხელ-ფეხს ყრიან და იესოს მისიის "გადაკეთებას" შედგომიან. მაგალითად, "მსაჯულის" როლი გამოსყიდვაში იესოს როლს საზღვრავს ჯვარზე დაღვრილი მისი სისხლის საფასურით. მისი სწავლებები, კურნებანი და სასწაულნი უმნიშვნელო ხდება (და კვლავ უმეტესწილად ეთანაწყობა ეთიკურ სწავლებებს).

მხოლოდ ტრადიციული ესქატოლოგიის "უცნაური" სამყარო ხედავს ქრისტეს მსხვერპლისა და ღვაწლის ერთობლიობაში მთლიან მოვლენას, რომელიც დღესაც გამუდმებით მყოფობს ჩვენს ცხოვრებაში, დროის მოცემულ მომენტში. აღწერილი უცნაური სამყარო შეიძლება ვიპოვოთ მართლმადიდებლობის ლიტურგიკულ და საკრალურ ცხოვრებაში - და მართლაც, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
ქრისტეს მიერ ნაუწყები სასუფეველი მამის, ძისა და სულიწმიდისა, არ იყო მომავლის მოლოდინი, რომელიც უნდა დამდგარიგო უახლოეს მომავალში. ეს იყო სასუფევლის უშუალო დადგომის განცხადება, რომელიც თვით ქრისტეა. როდესაც იოანე ნათლისმცემელმა თავისი მოწაფეები გააგზავნა ქრისტესთან, რათა ეკითხათ იყო თუ არა იგი ის მესია, რომელსაც ელოდნენ, ქრისტემ მათ პასუხი სასუფევლის ენაზე გასცა: "მიუგო მათ იესომ: წადით და უთხარით იოანეს, რაც იხილეთ და ისმინეთ: ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ; მკვდარნი აღდგებიან და გლახაკნი სახარებით ხარობენ" (ლუკა 7:22).

ეს არის წმ. ესაიას წინასწარმეტყველების დამოწმება: "არა ეგევითარი მარხვა გამოვირჩიე მე, - იტყჳს უფალი, - არამედ განჴსენ ყოველი საკრველი სიცრუისა, დაარღჳენ გულარძნილებანი მძლავრებითთა თანცვალებათანი, განავლინენ შეპყრობილნი მიტევებით და ყოველი აღწერილი უსამართლოჲ განხეთქე. დაუნეცვე მშიერსა პური შენი და გლახაკნი უსართულონი შეიყვანენ სახიდ შენდა, იხილო თუ შიშუელი, შეჰმოსე და თჳსთაგანი თესლისა შენისათა არა უგულებელს-ჰყო" (ესაია 58:6-8).

ქრისტე ამბობს იმას, რასაც ამბობს, და აკეთებს იმას, რასაც აკეთებს, რადგან ის თვითონაა ცათა სასუფევლის დადგომა. და იქ, სადაც არის ცათა სასუფეველი, ასეთი სასწაულები ხდება. ცათა სასუფეველი - ეს არის აწმყოში მომავალი დროის რეალობის განცხადება (რომელიც სინამდვილეში - მარადიული რეალობაა, რომელიც აყალიბებს მომავალს, ღმერთთან შეერთებული მთელი ქმნილების დანიშნულებას).

და ეს ყველაფერი ხდება საღმრთო ლიტურგიის გულში. მასში ვიხსენებთ ჩვენ იმას, რაც თავისთავად, აწმყო დროში ახალაღთქმისეული ტრაპეზის განცხადებას წარმოადგენდა, რომელსაც საკმაოდ ზუსტად უწოდებენ უკანასკნელ ტრაპეზობას. ჩვენ ვჭამთ პურს, რომელიც იჭამა და რომელიც ჯერ არ გვიჭამია.

მსგავსი აზრი საკმაოდ უცნაურად გამოიყურება, როცა ის წერილობით გადმოიცემა. მაგრამ მოდი, მოუსმინეთ ამ სიტყვას, რომელსაც საკურთხეველში მდგომი მღვდელი ჩუმად წარმოთქვამს, როდესაც განტეხს ქრისტეს ხორცს საკურთხეველში: "განიტეხების და განიყოფის ტარიგი ღმრთისა, განიტეხების და არა განიყოფის, მარადის იჭამების და არა დაილევის, არამედ მაზიარებელთა განსწმენდს" (წმ. ბასილი დიდის ლიტურგია).

მაშასადამე, რამდენი ადამიანიც გინდ ეზიაროს წმიდა ტარიგს, ის ამით არ მცირდება ("არა დაილევის"). ლიტურგია სავსეა ასეთი "წინააღმდეგობებით". და ეს არის მართლმადიდებლური ლიტურგიის გამოცდილების მწვერვალი.

ქრისტეანული ცხოვრება - ეს ესქატოლოგიური რეალობაა. ჩვენი ცხოვრება ქრისტეში, ჯერაც არ გახსნილა, "ჯერ არ გამჟღავნებულა, რანი ვიქნებით" (1 იოანე 3:2), და ეს ყოველივე აწმყოს რეალობაა. იგივე თავისებურება გამსჭვალავს ყველა საიდუმლოს. ჩვენ ვღებულობთ წმიდა ნათლისღებას, "სიკვდილისა მისისა მიმართ" (რომ. 6:3) და აღდგომისა, რომელიც აწმყოში ხდება. წესის აგება - ეს არის ცათა სასუფევლის მოახლოვების უწება ზუსტად ისევე, როგორც ქრისტეს სასწაულთა და ა. შ. სწორედ ამ მიზეზით უწოდებენ მართლმადიდებლობას "მისტიკურს". ის აღნიშნავს ზუსტად იმას, რასაც მისი ლოცვები აღნიშნავენ.

და ეს ღრმად განსხვავდება იმისგან, ვინც ქრისტეანობა "ისტორიულ" რელიგიად გადააქცია. მათვის ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის ისტორიული მოვლენები წარმოადგენენ პირობას, შეთანხმებას, ხელშეკრულებას, რომლითაც გადახდილ იქნა კაცობრიობის ცოდვები. ქრისტეს აღდგომის შემდგომი ჟამი მხოლოდ მიანიშნებს ხარების დაწყებაზე და მისი მეორედ მოსვლის მოლოდინზე. განსაკუთრებით არაფერი შეცვლილა ჩვენს დროში. ჩვენი დრო ჯერაც განიხილება როგორც სწორხაზოვანი დინება, მისთვის დამახასიათებელი მიზეზ-შედეგობრივი კავშირებით, და არაფრით განსხვავდება წარმართთა დროისგან. ნამდვილი ესქატოლოგიისთვის აქ ადგილი აღარც რჩება.

მაგრამ ქრისტეანული ცხოვრების ნამდვილი არსი, ეს არის ცხოვრების სწავლება ამ ესქატოლოგიური რეალობის საზოგადოებაში. ჩვენ უკვე დღესვე უნდა მივიღოთ მონაწილეობა სასუფევლის ცხოვრებაში, რომელიც უნდა დადგეს. აწმყო დროით მარადიულ რეალობაში მონაწილეობა -ეს არის ის, როგორ ვკვდებით ჩვენთვის, როგორ მოვიპოვებთ ახალ სიცოცხლეს, როგორ შევდივართ სასუფეველში, როგორც ვპოულობთ ადგილს, როგორც ვძლევთ შიშს, როგორც ვიპურებით ზეციური პურით, როგორ ვქელავთ სიკვდილს, როგორ გვამართლებენ ჩვენ და როგორ განვიწმინდებით.

ჩვენ უკანასკნელ ჟამში ვცხოვრობთ. საუკუნითგან და საუკუნეთა მიმართ.




ფოტოს სრულად სანახავად დააკლიკეთ სურათზე
კომენტარი     ბეჭდვა  

მავრა2017-01-11 17:33:39
დAველოდოთ AღდგომAს.

ბოლო ჟAმის აDამიანები რომ ვართ ნათელია. მაგრამ ქრისტE ერთ დღეში კი არ გამოჩნდება თავისი დიდებით. ამას წინ რამდენიმე წლინი კატასტროფები უძღVის. ყველა ნიშანი უნდა გაცXადდეს.

2017-01-11 17:49:34
ეტყობა გირჩის დათესილი მოწია.

2017-01-11 19:04:19
საუკუნეების წინაც ბოლო ჟამში ცხოვრობდნენ ,ასე სწამდათ წმიდა მამებსაც ,საიდან მოიტანეთ ეს სათაური? ,საქართველოში როდის უნდა დამთავრდეს უდღეურ-უმწიფარი ჟურნალისტების ხანა მე ეგ უფრო მაინტერესებს?

2017-01-11 19:08:41
შვილო თუ 10 კლასის განათლებაც არ გაქვთ,დაანებეთ თავი ჟურნალისტობას,იქნებ შემთხვევით რამე გაქვთ მოწეული? ეგ სხვა ამბავია,თუ დეკრიმინალიზაცია მოახდინეს მარიხუანის მერე ნახეთ ჩვენი დღე ,გამრავლდება ასეთი სტატიები და არჩიე რომელია მართალი.

2017-01-11 19:10:50
დროა გვარ-სახელით დავიმახსოვროთ ვისი სტატიის წაკითხვა შეიძლება და ვისი არა.

ჯგრთ2017-01-11 19:24:41
მომისმინეთ ხალხო რა გაუწყალეთ ამ მარიხუანის დეკრიმინალიზაციას??? დიახ უნდა იყოს დეკრიმინალური
ჯერ მარტო იმიტომ ქალბატონო თქვენი შვილი 11 კლასში რო გასინჯავს და დაიჭერენ ნასამართლეობა რო ექნება და მთელი ცხოვრება , რომ ლაფატკის მუშა იქნება მერე ნახავთ... დაფიქრდით რა ცოტა ჰოლანდიაში ვაფშე ლეგალურია და ყველაზე ცოტა მომხმარებელი ყავს

Mr. სვიტ ჩეპი2017-01-11 19:35:41
.
ვგრდზნობ რომ ასეა.

PIრველი იყო წარღვნა, ანუ წYალი, მEორე კი ცეცხლია.

სწორედ ამ ცეცხლისთვის მოგვამზადა მაცხოვარმა.

დEდამიწის ახლანდელი მაცხოვრებლEბის ნაწილი იწვება და საერთოდ ქრEბა უწმინდურთან Eრთად.

უკEთEსი ნაწილი კი ცეცხლში იფილტრება და მედის, ღმერთის მიერ მომზადებულ მერმის საცხოვრისში.
.

2017-01-11 19:50:58
დროზე ცოლი მოვიყვანო თაფლობის თვეს მაინც მოვასწრებ

Mr. სვიტ ჩეპი2017-01-11 20:25:48
.
მაგფEრ MოსწრEბაზე, სჯობიან სულის განწმენდის MოსწრEბაზე იFიქროთ.

თვAრა, ის ცეცხლიანი ფილტრი, DრონIჯის Fილტრი ხომ არ ჰგონია, სვიტ ჩეპივით შრIFტი შEცვალო და

MოატYუო და საიტზე გააღწიო.
.

მავრა2017-01-11 21:01:24
დიდი ბოდიშის მოხდით. იქნებ ეს Mატლები და Pარაზიტები გასწიოთ გვერძე.

გული მიწუხდება რომ ვუყურებ. უკიდურს შემთხვევაში გააშეშეთ მაინც.

2017-01-11 21:27:33
ლიკა შონია, შენ თვითონ თუ გჯერა ამ ნაბოდვარის საინტერესოა.ისედაც გაუსაძლის ყოფაში, ხალხს ნუ ურთულებ ცხოვრებას და ნუ აშინებ.

Mr. სვიტ ჩეპი2017-01-11 21:54:46
.
"2017-01-11 21:27:33"

....................

არც გართულEბაა და არც შEშინEბა, წე$იEრი ხალხისთვის. ეს მათვის ნანAტრი ნEტარEბაა,

MAცხოVრის მეორEდ Mო$ვლA$ რომ თან AხლAვს.

ეს მათ Eშინიათ და ისEნი თრთიან, ვი$ი ნAცხოVრი$ი ბნEლEთის არჩIVია.
.

ako2017-01-12 00:41:06
Rac ar unda moxdes da rodesac ar unda moxdes ginda wargvna daarqvi da ginda rac mogafiqrdeba, "mosaxdeni mainc moxdeba da davigupebit tu davrchebit uflis gadasawyvetia, ubralod yvelas aqvs imis ufleba rom wynarad da mshvidad daigupnen" da ara winaswar gulis gaxetqvit, mezobeli ro shushxunas aafetqebs da shen guli ro gagiskdeba vaime da davigupeto.

2017-01-12 05:56:22
ესეთი ჭორები ყოველ წელს ვრცელდება, რაღაც ხომ უნდა დააბრახუნონ, მოცლილებმა

მანანა2017-01-12 09:17:23
ბიბლიურად ნამვილად უკანასკნელ "პერიოში" ვცხოვრობთ. ეს პერიოდი დაიწყო როდესაც იესო ზეცად გამეფდა და იმ დროიდან მოყოლებული უკანასკნელი დროა, კი გაბკითხვის დგე ახოსაა მაგრამ არავინ იცის იმ დრისა და საათზე გარდა გვთისა,ბიბლიიდან ციტატებს რომ წერენ ისიც დაეწერა იესოს სიტყვები მთაზე ქადაგებისას მოწაფეებმაბკითხეს "როდის მოხდება ეს" ხოლო იესომ უპასუხა "იმ დგესა და საათზე არავინ იცის , არც ძემ, გარდა ღვთისა, ის დღე ქურდივუთ მოიპარება". და ამათი სისულელეები არ დაიჯეროთ, ტექსტს თუ გადახედავთ ნახავთ იესოს ჯერ ღმერთად მოიხსენიებს შემდეგ კიდევ გვთის ძედ. ისიც ვერ გაურკვევიათ იესო ღმერთია თუ ღმერის ძე და ამხელა სისულელეებს წერენ.

2017-01-13 18:12:13
და თუ არ აღმოჩნდა უკანასკნელი შობა ამ ქვეყნისთვის მაშინ რა ვუწოდოთ ამ ადამიანს?
ლოგიკურია რომ მატყუარა.

2017-01-14 17:41:01
მოაშორეთ ეს საზიზღარი რეკლამები მატლებით და ათასგვარი გულისამრევი სურათებით.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
info@presa.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901
სარეკლამო ბანერების ფასები
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი