სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თურქმენული ტვირთი საქართველოს სარკინიგზო დერეფანს დაუბრუნდა

შვიდწლიანი ინტერვალის შემდეგ, თურქმენული ტვირთი საქართველოს სარკინიგზო დერეფანს დაუბრუნდა. სახელმწიფოებს შორის გაფორმებული შესაბამისი დოკუმენტის მიხედვით, სამი წლის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე 4,5 მლნ ტონა თურქმენული ნავთობის ტრანზიტი განხორციელდება. მიღწეული შეთანხმების შედეგად ქვეყნის ბიუჯეტი ყოველწლიურად 60 მლნ ლარით შეივსება. გაიზრდება ასევე საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ტერმინალებსა და სატრანზიტო ინფრასტრუქტურაში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი.

შეგახსენებთ, რომ 2007-2008 წლებში, საქართველოს ტერიტორიის გავლით, თურქმენეთიდან დაახლოებით 200 ათასი ტონა ნავთობი გადაიზიდებოდა. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, აღნიშნული ტვირთის გადამამისამართება მახაჩკალის მიმართულებით ნოვოროსისკის პორტში მოხდა.

2013 წლიდან, საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობა, მთავრობის წევრების უშუალო ჩართულობით, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა თურქმენეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საქართველოს დერეფენში დაბრუნების თაობაზე. 2015 წლის პირველი წარმატებული საცდელი პარტიის შემდეგ, 2016 წელს, კომპანია „კასპიან ტრანზიტის“ მეშვეობით, საქართველოს ტეროტორიაზე 1,3 ტონა თურქმენული ნავთობი გადაიზიდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100