სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მკვლევარებმა უძველეს ხელოვნურ პენისებს მიაკვლიეს - ბრინჯაოს სექს-სათამაშოები 2000 წლის წინანდელია

მკვლევარებმა ჩინეთის ერთ-ერთ აკლდამაში 2000 წლის წინანდელ ბრინჯაოს პენისს მიაგნეს. როგორც გაირკვა, აკლდამაში, რომელიც ჯიანგსუს პროვინციში აღმოაჩინეს, ჩინელი არისტოკრატები არიან დამარხული. სექს-სათამაშოები ჰანის დინასტიის პერიოდს ემთხვევა.

როგორც აღმოჩნდა, ეს უძველესი ნაკეთობები ჯერ კიდევ 2012 წელს იპოვნეს არქეოლოგიური გათხრების შედეგად და მას შემდეგ იჟენგის მუზეუმში ინახებოდა, საზოგადოებას კი მხოლოდ ახლა წარუდგინეს.

პენისს, რომელსაც ბრინჯაოს რგოლი აქვს ზემოდან, რიგითი არისტოკრატის აკლდამაში მიაგნეს, ხოლო უფრო მოზრდილი ნაკეთობა იმდროინდელი სამეფო ოჯახის კუთვნილება იყო. ორივე მათგანს ძალიან მალე აზიის არტ მუზეუმში გადაიტანენ და დამთვალიერებელს ახლოდან შეეძლება „ვიბრატორის უძველესი წინაპრის“ ნახვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100