სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"9-10 წლიდან მარტო დავდიოდი მეტროთი, მოდიოდნენ ჩემთან დიდი კაცები და ჩემი გაცნობა უნდოდათ"

"9-10 წლიდან დავდიოდი მარტო მეტროთი და მშობლები სულ მეუბნებოდნენ, რომ ფრთხილად უნდა ვიყო. ბოლომდე ვერც მიხსნიდნენ, რა საფრთხე მემუქრებოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს საფრთხე დიდი კაცებისგან უნდა წამოსულიყო. მართლაც, მოდიოდნენ ჩემთან 25-30, ხანდახან უფრო დიდი კაცებიც და უნდოდათ ჩემი გაცნობა. ვეუბნებოდი, მამაჩემს ველოდები-მეთქი და მიდიოდნენ ეგრევე. მახსოვს, სულ ერთსა და იმავე ადგილას მხვდებოდნენ ხოლმე და როგორც მივხვდი, არც გადაადგილდებოდნენ.არანაირი საქმე არ ჰქონდათ, გარდა "მსხვერპლისთვის ჩასაფრებისა".
ერთხელ მოვტყუვდი და სახლის ნომერი მივეცი ერთ შედარებით ნორმალურ ადამიანს. ყოველ შემთხვევაში, ასე მეგონა, რომ ნორმალური იყო. რამდენიმე წელი მირეკავდა გადაბმულად ან შეტყობინებას მიტოვებდა და მეუბნებოდა, რომ გაიგებს, სად ვცხოვრობ ტელეფონის ნომრის მიხედვით და მომაკითხავს. ყველა მათგანი თბილი და ზრდილობიანია, სანამ არ ეტყვი, რომ არ გინდა მათთან საუბარი, მათი გაცნობა. მერე ეგრევე აგრესიულები ხდებოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ მადლობა უნდა ვთქვა, ვინმეს თუ ჩემთან საუბარი მოუნდა. საუბარია 12-13 წლის ასაკზე. ვერ გეტყვით, რამდენჯერ შემიცვლია მიმართულება მათ გამო. რამდენჯერ გამოვვარდნილვარ ვაგონიდან და სხვა ვაგონში შევსულვარ. რამდენჯერ მივკედლებივარ უფროს ქალებს, ვითომ თქვენთან ვარ-მეთქი.

მახსოვს, ჩემი ცხოვრება შეიცვალა, როცა მეტროს პატრული გამოჩნდა. მივიდოდი, ვეტყოდი, რომ მაწუხებდნენ და პატრული იმ კონკრეტულ კაცს სხვა მიმართულებით სვამდა მატარებელში.
მერე კიდევ ის მოხდა, რომ გავიზარდე. ახლა, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვსარგებლობ, მაინც ხდება ეს "ვითომ" შეხებები, დაჟინებული მზერები, მაგრამ ასე თავხედურად აღარ იქცევიან კაცები. ისინი ჩემთვის უჩინარი გახნდნნ, რადგან მე აღარ ვარ მათი ინტერესის ობიექტი ასაკით. მაგრამ არსად არ გამქრალან ეს ადამიანები, ალბათ ისევ დადიან მეტროებში და ისევ ერთი სული აქვთ, როდის აუბნევენ თავგზას პატარა გოგონებს. ხანდახან მინდა, რომ ისევ შემეძლოს მათი შემჩნევა და მათთვის ადგილის მიჩენა. ეს იყო ჩემი ბავშვობის კოშმარი და თუ არაფერი გამოსწორდება, სხვა გოგონები მაინც იგრძნობენ, რომ მარტო არ არიან.
აქვე ვიტყოდი, რომ "მამას ველოდები" მართლა საჭირო ფრაზაა და დაიმახსოვრონ."

ანინა ტეფნაძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100