სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიისას დაღუპული 11 წლის გოგონას ახლობლები დამნაშავის „მთელი სიმკაცრით“ დასჯას ითხოვენ

გუშინ, დიღომში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული 11 წლის გოგონას ახლობლები აცხადებენ, რომ დამნაშავე მძღოლი კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

ოჯახის ახლობლები „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ამბობენ, რომ 11 წლის ბავშვი დედასთან, მამასთან და უფროს ძმასთან ერთად, ვაშლიჯვრის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. მათივე ინფორმაციით, დედა შვილს ყოველ დილით სკოლაში აცილებდა.

„ეს იყო ბრწყინვალე ოჯახი, ბრწყინვალე ბავშვი, ყველაფრით მოწესრიგებული. ასეთი ოჯახი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრს გადაწონის, იმდენად კეთილშიბილები და კარგები არიან”, - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ოჯახის ახლობლებს სხვადასხვა ვერსია აქვთ, თუმცა ყველა მათგანი აცხადებს, რომ დამნაშავე მძღოლი კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

„შემთხვევები ხდება, მაგრამ ასეთი სისწრაფით მოძრაობა შუა ქუჩაში, მე არ ვიცი... დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, თუმცა მას გასამართლებაც არ უნდა. მან გააუბედურა არა მხოლოდ ეს ოჯახი, არამედ ყველა, ვინც კი მათ იცნობს”, - აცხადებენ ახლობლები.

შეგახსენებთ, რომ აღმაშენებლის ხეივანში, გუშინ 56 ნანა ჯიქურაძეს და მის 11 წლის შვილს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დედა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. პაციენტი საავადმყოფოში შეყვანის წუთიდან მართვით სუნთქვაზე და მედიკამენტოზურ ძილში იმყოფება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100