სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

PSP-ს ქსელი გაფართოებას განაგრძობს

1 წელი გავიდა, რაც PSP-მ ბრიტანული კონცეფციის პირველი აფთიაქი გახსნა. ერთი წლის თავზე, მუხიანში PSP -ს მეორმოცე განახლებული ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა.

მუხიანში, III მიკრორაიონში განახლებული ბრიტანული კონცეფციის PSP აფთიაქი გაიხსნა. დღეს 1 წელი გავიდა, რაც PSP-მ მოხამრებელს სრულიად ახალი, ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი შესთავაზა სრულიად საქართველოში; მხოლოდ აპრილის თვის განმავლობაში ახალი კონცეფციის აფთიაქები გაიხსნა თბილისის რამდენიმე უბანში: სოლოლაკი, დიღომი, ორთაჭალა, დიდუბე, საბურთალო და უკვე მუხიანიც.

„PSP-ში ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასებია, მათ შორის ბავშვთა მოვლის, საკვების და ჰიგიენის საშუალებებზე. ახალი კონცეფციის აფთიაქი სამი ნაწილისაგან შედგება და მომხმარებელს მედიკამენტების გარდა ბავშვთა მოვლისა და ევროპული კოსმეტიკის ფართო არჩევანს სთავაზობს. ამასთან, მუდმივად სხვადასხვა ტიპის აქციებს ყველაზე მოთხოვნად პროდუქციაზე და კვლავ, ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მომხმარებელს სპეციალური ფასდაკლება ექნება მედიკამენტებზე საქართველოს ყველა კუთხეში. დამატებით 6%-იან ფასდაკლებას მიიღებენ PSP-ს ბარათის მფლობელები“ - აცხადებენ PSP-ში.

ქსელის განვითარება კომპანიის 2017 წლის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. PSP განაგრძობს გაართოებას და ძველი აფთიაქების განახლებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100