სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატრიარქის ექიმი: ახლა სტაბილური მდგომარეობაა, მაღალი წნევა ჰქონდა

კათოლიკოს-პატრიარქი ექიმების რჩევით, რამდენიმე დღით დასასვენებლად გაემგზავრება. პატრიარქის ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირა ილია მეორისთვის განსაკუთრებით დატვირთული იყო, რამაც გადაღალა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მცირე პრობლემები და მაღალი არტერიული წნევა გამოიწვია.

მისი თქმით, კათოლიკოს-პატრიარქი დღეს გერგეტში გაემგზავრება და თბილისში მომავალ კვირაში დაბრუნდება. შარტავას განცხადებით, ექიმების მეთვალყურეობის საჭიროება არ არის და პატრიარქი მათ გარეშე გაემგზავრება.

"მაღალი ტემპერატურაა, გადაღლის ფონზე პატრიარქს მაღალი წნევა ჰქონდა და საჭირო იყო ამ ყველაფრის მოწესრიგება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. ყველაფერი ეს ჩათავდა, ჩაცხრა და ახლა სტაბილური მდგომარეობაა",-განაცხადა ცისანა შარტავამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100