სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის მე-100 საბავშვო ბაღში აღსაზრდელებისთვის განკუთვნილ პურში ბასრი დანა აღმოაჩინეს - ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თბილისის მე-100 ბაღში, ბავშვებისთვის განკუთვნილ პურში საკანცელარიო დანის პირი აღმოაჩინეს.

პურში ნაპოვნი დანის შესახებ აღსაზრდელების მშობლებმა არაფერი იცოდნენ, რადგან ფაქტის გახმაურება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორმა არ ისურვა.

თბილისის ბაღებს კვების პროდუქტებით, კომპანია "ნილი" ამარაგებს.

"ნილის" დირექტორი დივერსიაზე საუბრობს და სკანდალურ ინფორმაციას აჟღერებს.

კახა გიორგაძე ამტკიცებს, რომ ერთი კვირის წინ სადისტრიბუციო მანქანიდან 27 ბაღის გასაღები მოიპარეს. "ნილის" ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ პურში ჩადებული დანაც საბავშვო ბაღში კონკურენტებმა შეიტანეს და დივერსიის ფაქტს არ გამორიცხავს.

„კომპანია ”ნილის” დირექტორი, რომელიც საბავშვო ბაღებს საკვები პროდუქტებით ამარაგებს, აღნიშნავს, რომ შესაძლოა მათ წინააღმდეგ დივერსიას ჰქონდეს ადგილი.

კომპანიის დირექტორი ყურადღებას კიდევ ერთ ფაქტზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ მათი სადისტრიბუციო ავტომობილიდან იმ ობიექტების სათავსოების გასაღებები მოიპარეს, სადაც კომპანიას საკვები შექვს. შესაბამისად, კახა გიორგაძე აღნიშნავს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ”დივერსიულ” შემთხვევებს


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100