ჯეიმს ბლანტი ფესტივალზე „დამოუკიდებლობის დღე“ Goodbuy my lover” და “You’re Beautiful”-ს შეასრულებს

18 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი მსოფლიოს მასშტაბით - ეს შთამბეჭდავი შედეგი ყველასათვის ცნობილ და საყვარელ ბრიტანელ შემსრულებელს ჯეიმს ბლანტს ეკუთვნის. მისი სადებიუტო ალბომი „Back to Bedlam“ ბრიტანეთში 2000-იანი წლების ყველაზე გაყიდვადი ალბომების სიაში მოხვდა. 2017 წელს მომღერალმა უკვე რიგით მეხუთე ალბომი Afterlove გამოუშვა და დაიწყო მსოფლიო ტურნე, რომელშიც საქართველოც მოხვდა.

ჯეიმს ბლანტი თბილისს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ამავე სახელწოდების ფესტივალის ფარგლებში ეწვევა. ორგანიზატორების თქმით, მომღერალი და კომპოზიტორი მიხეილ მესხის სტადიონზე გარდა ახალი ალბომის წარდგენისა, უკვე გაჰიტებულ და ყველასთვის საყვარელ სიმღერებს “goodbuy my lover” და “You’re Beautiful”-აც შეასრულებს.

ფესტივაღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.

ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live, რომელიც მსოფლიოს წამყვან შემსრულებლებთან თანამშრომლობს.

კომენტარი