სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახეთში ავარიაში დაშავებული მეგობრის გადაყვანისას ავტომობილი ხეს შეეჯახა - დაღუპულია 23 და 27 წლის მამაკაცები

დედოფლისწყაროში მსუბუქი ავტომობილი კედელს შეეჯახა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად, დაშავდა ორი პირი, რომელთა საავადმყოფოში გადაყვანა ადგილზე მყოფმა ერთ-ერთის მეგობარმა გადაწყვიტა.

როგორც ცნობილი გახდა, საავადმყოფოში გადაყვანისას აღნიშნული პირი ავტომობილს გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა, რომელიც ხეს შეეჯახა და ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევისას დაღუპული არიან 23 და 27 წლის მამაკაცები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100