სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ომბუდსმენმა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სახალხო დამცველმა ისაუბრა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, დაქირავებული ექსპერტების შეფასებით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. მისივე თქმით, სასჯელაღსრულების მე-18-ე დაწესებულებაში სასულიერო პირს სათანადო მკურნალობას არ უტარებენ.

ომბუდსმენის განცხადებით, მისმა აპარატმა დეკანოზის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა:

„სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში ჩავრთეთ ორი დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი. მათ შეისწავლეს მისი ჯანმრთელობის მდგომარება, ასევე დოკუმენტაცია და მამა გიორგი მამალაძე ადგილზე მოინახულეს, როგორ უტარდება მას მკურნალობა. ექსპერტებმა გასცეს დასკვნა და ამ დასკვნის საფუძველზე მათ განაცხადეს, რომ ადგილზე, მე-18 დაწესებულებაში არ უტარდება ის სამედიცინო დახმარება, რაც მას მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, სჭირდება. მათი დასკვნის საფუძველზე სახალხო დამცველმა გასცა რეკომენდაცია, ის გადაიყვანონ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. მდგომარეობა შეფასებულია, როგორც რთული,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100