მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა Droni.ge-ზე, სპეციალური ფასები: 599 877 900
ყველაზე კითხვადი სტატია
200 x 500
ბანერი - 31
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ბლოგები
სან­დ­როს უყ­ვარს დე­და, ამი­ტომ მი­სი ცო­ლი უნ­და იყოს ქა­ლიშ­ვი­ლი!
ახლა კითხულობენ

დღეს ელექტროენერგია კვლავ შეუწყდება შემდეგ უბნებსა და რაიონებს...  

დედის პასუხი აღშფოთებულ საზოგადოებას  

გაასამართლებენ თუ არა 10 თვის ბარბარეს მკვლელს ლინჩის წესით?!  

უგულავა: რატომ ქმნით ხელოვნურად პრობლემებს? (ვიდეო)  

„თბილისელ“ გველებს ხასიათი შეეცვალათ: ადამიანებს ეძებენ და თავს ესხმიან  
200 x 120
ბანერი - 7

ჯარისკაცის საცოლემ დასაფლავებამდე რამდენიმე დღე კუბოზე დამხობილმა გაატარა 

ცნობილი ადამიანების გამონათქვამები ალკოჰოლზე 

ედუარდ შევარდნაძის ცნობილი გამონათქვამები 

ზაალ სულაკაურს კომფორტული და განსხვავებული მოტოციკლი ჰყავს 

მასშტაბური ავარია - 2 მძღოლის შეცდომამ 15 ავტომობილი დაამტვრია 

ამ ვიდეოს შემდეგ მერსედესზე წარმოდგენა დაგეკარგებათ 
200 x 336
ბანერი - 8
200 x 120
ბანერი - 12
აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა საინგილოს სკოლებში ჩხრეკა ჩაატარეს
ikc-ს ფოტო
კახეთის საინფორმაციო ცენტრი
22:27 27.09.2011

საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა კახის და ზაქათალის ქართული სექტორის სკოლებში ჩხრეკა ჩაატარეს. ჩხრეკის შედეგად უშიშროების თანამშრომლებმა 200-ზე მეტი ქართული სახელმძღვანელო ამოიღეს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი იტყობინება კახის რაიონიდან.

„ჩხრეკა სკოლებში დილის 11:00 საათზე დაიწყო. სკოლის დირექტორების თანდასწრებით საკლასო ოთახებში ჩამოიარეს და ქართული წიგნები ჩანთებიდან ამოიღეს. ჩხრეკის შემდეგ სკოლის დირექტორები უშიშროების განყოფილებაში დაიბარეს“, - იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი საინგილოდან.

მისივე ცნობით, ის კახის რაიონის სოფელ კახინგილოს საშუალო სკოლის დირექციას დაუკავშირდა, სადაც ჩხრეკის ფაქტი უარყვეს. თუმცა, აზერბაიჯანელი სამართალდამცავების მიერ ბავშვებისთვის ქართული სახელმძღვანელოების ჩამორთმევა მოსწავლეების მშობლებმა დაადასტურეს. „ეს პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე დღის წინაც იყვნენ სკოლაში და მაშინ ქართულის წიგნი წაართვეს ჩემს ბავშვს. ეს წიგნები ისედაც ძლივს გადმოგვაქვს საზღვარზე, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გვიშლიან და თუ ნახეს, გვართმევენ. ამაზე საქართველოს განათლების სამინისტროსაც მივაწოდეთ ინფორმაცია და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოსაც, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მშობელმა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო პროტჟებსკაიამ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ აზერბაიჯანელი სამართალდამცავების მიერ საინგილოს ქართულ სკოლებში ქართული სახელმძღვანელოების ამოღების შესახებ სამინისტროს ინფორმაცია არ აქვს. „საინგილოს ქართული სექტორის სკოლები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ ექვემდებარება. ისინი ქართულ სახელმძღვანელოებს თავად იძენენ და თვითონვე გადააქვთ აზერბაიჯანში. ამ პროცესში ჩვენ ჩართულები არ ვართ“, - აღნიშნა პროტჟებსკაიამ. მისივე თქმით, სამინისტროს არც დღეს, დილით, ლაგოდეხთან, მომხდარი ფაქტის შესახებ აქვს ინფორმაცია.

შეგახსენებთ, რომ დღეს, გამთენიისას, ზაქათალის რაიონის სოფელ ალიაბადის პირველი საშუალო სკოლის ქართული სექტორის დაწყებითი კლასების მასწავლებელს ელინათა საფაროვას, ლაგოდეხთან, საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარზე, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართული სახელმძღვანელოები ჩამოართვეს.

როგორც საფაროვამ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მას მეორე კლასის ქართული სახელმძღვანელოები, მათემატიკის სახელმძღვანელოს 54 ეგზემპლარი და ქართული სამუშაო რვეულები წაართვეს. მისივე თქმით, აღნიშნული ქმედება მიმართულია ქართული სექტორების დახურვისკენ იმ საბაბით, რომ ქართულ ენაზე სახელმძღვანელოები არ არსებობს.

ლაგოდეხთან მომხდარ ფაქტს საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე გამოეხმაურა. დეპუტატი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან სასწრაფო რეაგირებას ითხოვს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ კი განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობს.

„აუცილებლად დავინტერესდებით ამ საკითხით, რადგან საქართველოს მოქალაქის უფლებების დაცვა ყველა სახელმწიფო სტრუქტურის, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოვალეობაა. ჩვენ შესაბამისი სტრუქტურები მოგვაწვდიან დამატებით ინფორმაციას და რეაგირებაც იქნება შესაბამისი“, - განაცხადა ჯალაღანიამ.

ცნობისათვის, კახის და ზაქათალის რაიონებში მცხოვრები ჰერების უმრავლესობას საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს.

სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის სამსახურში აღნიშნეს, რომ მათ ინფორმაცია არც საინგილოში ქართული სექტორის სკოლებში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ აქვთ.

კომენტარი     ბეჭდვა  

ანტი-ლიბერალი2011-09-27 23:06:10
ესეც ჩვენი ,,ძმები'' აზერები,ყველას ოხში ამოვალთ ქართველები,ყველას ვაზღვევინებთ უსამართლო საქციელს,ჯურნალისტებო ყურადღება უნდა მიაქციოტ არა მარტო რუსეტუმეს არამედ სასომხეტს და აზერბაიჯანსაც,ცჰვენი მიშიკო რომ ეგრე გვატენის აზერების ,,ძმობას'' ტვიტონ კიდე ქარტულ სკოლებში ქართულს კრძალავენ,ახლა თქვენ თვითონ განსაჯეთ ვინ უფრო აგრესორია,რუსეთუმე ტუ აზერები?მე ვფიქრობ რომ,ორივე ერტიდა იგივე ფეხებია,საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდის,მონარქიული მართველობით!!!

2011-09-27 23:29:26
ახლა რაღას იტყვით ძალად ლიბერალებო. ესეც თქვენი ძმები.

გიო2011-09-28 00:10:30
ეს ნიკოფსიიდან დარუბამდამდის მომეწონა--ეხლა ნაცხლები სულ გაუქმებას გვიპირებენ მიხოის ხელიდ

ლენინი&სტალინი2011-09-28 08:18:15
მინისტრი-შაშკინი,პრესმდივანი-პროტჟებსკაია.გაწყდით თუ ხალხი გამოგელიათ ქართველებო?ჩვენტან ყველა ჯიშისას მივცეთუფლება რაც უნდა ისა ჰქნას ქართველობის ხარჯზე

ნ.კ.2011-09-28 11:27:42
ლენინ-სტალინ ქსენოფობი ხარ, ეს შენი უბედურებაა, რაც შეეხება ინციდენტს, სამწუხაროა, ჩვენ აზერბაიჯანთან კარგი მეზობლობა გვაქვს და მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს, ეს მათგან ქსენოფობიური გამოხტომებია, არ მოგვწონს ხომ? მითუმეტეს ჩვნეც არ უნდა ვიქცეოდეტ მსგავსად, ქსენოფობია და ფაშიზმი ძალინ ახლოსაა ერთმანეთთან. ისე ლენინ-სტალინი ჰიტლერზე უარესები თუ არა ერთნაირები იყვნენ

ნანუ2011-09-28 11:59:50
ჩვენ თუ ვუქმნით საქართველოში აზერბაიჯანელ მოსახლეობას ნორმალური სწავლისა და ცხოვრების პირობებს,იგივე უნდა მოვითხოვოთ აზერბაიჯანის ხელისუფლებისგანაც ქართული მოსახლეობისათვის.ეს სამთავრობოთაშორისო დონეზე უნდა გადაწყდეს. ვიღაც პროტჟებსკაია კი არა, უმაღლესი პირები უნდა ჩაერიონ და - რაც შეიძლება მალე.საინგილოს მოსახლეობას დიდი პრობლემები აქვს ადგილობრივი წვრილი მოხელეებისაგან, ეს პირველი შემთხვევა როდია! ასეა მას შემდეგ, რაც სერგო ორჯონიკიძემ ეს უძველესი ქარტული მიწა-წყალი აზერბაიჯანს უფეშქაშა. თუ კეთილი მეზობლობა გვაქვს ამ ქვეყანასთან, ბატონმა ალიევმა იქაურ ქართველობას უნდა მიჰხედოს.

2011-09-28 20:16:28
ინფორმაცია არა აქვთ, მაგრამ რომ იგებენ ხომ ინდა დაინტერესდნენ,. საიდან ექნებათ ინფორმაცია ჩვენს სამინისტროში? ალატ ხელისუფლება უნდა ჩაერიოს და მოაგვაროს ეს საქმე.

ელლა2011-09-28 21:46:50
სად ცალია მთავრობას ამნაირი საქმის მიხედისთვის. ძეგლებია გადასაადგილებელი და ტყუილების გუდაზეა თავი მოსახსენი. სად ხართ ნაცებო? მიხედეთ სკოლას...

ინკო2011-09-29 01:34:52
დამპლები ხართ. მე ტყუილად გიცავთ .

ინკო2011-09-29 01:36:02
რა დავწერე უცენუზორო, ქართველებს რომ წიგნებით დაეხმაროთ არ შეიძლებაა?

რაჭველი2011-09-29 09:59:33
ვაა გასკდა გული ამდენი უსუსურობით, როგორ გავიგოთ მართალია თუ სომხების შემოგდებული ჩორტია.

ეროვნულ დემოკრატი2011-10-01 14:32:55
სომხეტი რა შუაშია აქ,აზერები ზმები კი არა ზმებს ნიგაბს ამოფარებულიიი გველები არიან,მატ ჩვენ მხოლოდ ტურკეტტან კავშირისატვის ვესაჭიროებიტტტ,ეჰ ხალხმა რატომგაც ეს არ იცისს,ტურკეტს და აზერებსაც სიამოვნებოტ უნდათ ჩვენი მიწების გაყოფა,თუ იციტ რა თქვა აზერმა ექსპერტმა Qართველებს სული ჩვენოტ უდგასოო,აჰა ზმები

კ@ხი2011-10-03 02:22:36
ერთი შეწვი, მეორე მოხარშე. ფაქტია ჩვენთვის სიკეთე არასდროს გაუკეთებიათ და ჩვენი სიყვარული არასდროს ქონიათ. ჩვენ კი რატომღაც ყველას ველაქუცებით ერთმანეთის გარდა.

ნია2012-01-30 19:46:24
სად არის საგარეო საქმეთა სამინისტრო.გამოიღვიძოს ვაი საბრალო საქართველო რა დღეში ვართ. რა იქნებოდა ეს დალოცვილი მიწა ვინმე ცივილიზირებულ მეზობლების გვერდით ყოფილიყო. არ შეგვჭამეს ამ სომხებმა და ეხლა აზარბეიჯანნმა. აქ სკოლებიც აქვთ და ტავს გადასარევად გრძნობენ არაჩვეულებრივი მიწებიც მაგათია სადამდე. უნდა გადუყარო ტავტავიანთ სამშობლოში თავიანთი ჯიში და ჯილაქი.

პოლიტოლოგი2012-02-16 09:27:11
სახელმწიფოთა შორისი მეგობრობები არ არსებობს, არსებობს მხოლოდ პოლიტიკური კურსის და მიმართულებების დროებითი თანხვედრა... მაგრამ არც ესე არ შეიძლება ვთქვათ, სწორედ პროვოკაციული მოქმედებები პირველი ჩვენ დავიწყეთ საზღვართან ახლოს...

ადიო2012-04-08 15:22:02
მტავრობა სად არი რას აკეტებს . რას და ლოკავენ მაგალს მაგალი კიდე სხვებს

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
info@presa.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247, 595 58-18-18
599 877-901, 599 877-908
2014-07-27
visitor 11 540
visit 13 187
page 22 745
2014-07-28
  15 839
  21 318
  43 064
რეკლამა საიტზე
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი
160 x 350
ბანერი - 34
160 x 350
ბანერი - 35