სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლინეზიაში კანიბალებმა გერმანელი ტურისტი შეჭამეს, მისი მეუღლე კი გააუპატიურეს

ინფორმაციამ, რომელიც პოლინეზიიდან გერმანიაში დღეს გავრცელდა, ქვეყანა შოკში ჩააგდო: პოლინეზიელმა კანიბალებმა გერმანელი ტურისტი ტყეში შეიტყუეს, მოკლეს და შეჭამეს, მისი მეუღლე კი გააუპატიურეს.

ერთი კვირის წინ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე, სტეფან რამინი წყნარი ოკეანის კუნძულ ნუკუ ხივაზე უგზო-უკვლოდ დაიკარგა. 40 წლის მოგზაური მსოფლიოს სხვადასხვა, ძირითადად ეგზოტიკურ ადგილებს მეუღლესთან ერთად სტუმრობდა და ამ საქმეში მრავალწლიანი გამოცდილებაც ჰქონდა.

შაბათს, 15 ოქტომბერს საძიებო ჯგუფის წევრებმა ჯუნგლებში ადამიანის ძვლების გროვა აღმოაჩინეს, რომლებსაც ჯერ კიდევ აჩნდა ხორცის ნაფლეთები.

საძიებო ჯგუფის წევრმა, ფრანგმა გამომძიებელმა ჟოზე ტორელმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე ტაიტიდან ჩავიდა, საზარელი განცხადება გააკეთა: მისი დასკვნით, მსხვერპლის სხეული ადგილობრივმა კანიბალებმა მჭრელი საგნით დაანაწევრეს და კოცონზე შეწვეს. ექსპერტიზა ამ დრომდე არკვევს ტურისტის დაღუპვის ზუსტ მიზეზს: უკვე დადგენილია, რომ ძვლები ნამდვილად დაკარგულ ტურისტს ეკუთვნის.

ამ ისტორიას კიდევ ერთი პერსონაჟი ჰყავს: მოგზაურის 37 წლის მეუღლემ დეტექტივებს უამბო, რომ მამაკაცი ტყეში ადგილობრივი მონადირის მიწვევის შემდეგ წავიდა, რომელმაც მას კუნძულზე მცირე ექსკურსია შესთავაზა. ქალის თქმით, მონადირე სულ მალე მარტო დაბრუნდა და განაცხადა, რომ გერმანელმა ტრამვა მიიღო და დახმარება სჭირდება. ამის შემდეგ კი პოლინეზიელმა ქალზე ძალა იხმარა: ის ხეზე თოკით მიაბა და გააუპატიურა, შემდეგ კი გაიქცა.

ქალის განცხადების შემდეგ გამცილებელ მონადირეზე ძებნა გამოცხადდა. გამოძიებაში ჩაერთო როგორც ადგილობრივი პოლიცია, ასევე ფრანგული ჟანდარმერია. გუშინ პოლიციამ პოლინეზიაში ადგილობრივი მცხოვრები, ჰენრი გაიტი დააკავა. სწორედ მას ედება ბრალი გერმანელი ტურისტის მკვლელობაში, კანიბალიზმში და ქალის გაუპატიურებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100