სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი – დღეს დამოუკიდებლობის სურვილი გაიზრდება. იქნებით მეტად სპონტანური და გაწონასწორებული. თუმცა, სიფრთხილით მოეკიდეთ სპონტანურობას, ამან, შესაძლოა, სტრესულ მდგომარეობაში ჩაგაყენოთ.

კურო – თქვენი სიმშვიდისა და თავდაჯერებულობის წყალობით უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდებით. გაუთვალისწინებელი გარემოებები და სიტუაციები საფრთხეს მოასწავებენ.

ტყუპები – დღეს მომავლის მხოლოდ დადებით და პოზიტიურ მხარეზე ნუ იფიქრებთ. გახსოვდეთ ის ნეგატიური ფაქტორები, რაც უახლოეს დღეებში გარდაუვალი იქნება.

კირჩხიბი – ცუდი დღეა ახალი საქმიანობის წამოსაწყებად. დიდი ალბათობაა, რომ დღეს წამოწყებული პროექტი კრახით დასრულდება. არასანდო პარტნიორთან გექნებათ საქმე.

ლომი – ძველი შეხედულებები ერთბაშად შეგეცვლებათ. შესაძლოა, საზღვარგარეთ განათლების მიღების სურვილი გაგიჩნდეთ.

ქალწული – ნუ შეიკეტებით ერთ ოთახში, მოქმედების დროა! კარგი დღეა ექსპერიმენტებისა და პრობლემების მოგვარებისათვის. დიდი ალბათობაა, რომ რაიმე მნიშვნელოვანს მიაღწიოთ.

სასწორი - გარემოებები თქვენგან თამამ გადაწყვეტლებებს მოითხოვენ. სიტუაციაზე თქვენთვის უჩვეულო გზით უნდა მოახდინოთ რეაგირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შფოთვა და ნერვიულობა გარდაუვალია.

მორიელი – ჩვეულებრივი, რუტინული დღე, შესაძლოა, მოულოდნელმა მოვლენამ რადიკალურად შეცვალოს. ნუ მოდუნდებით და მზად იყავით შესაბამისი რეაგირებისათვის.

მშვილდოსანი – თუ ფიქრობთ, რომ რაღაც შანსი გაუშვით ხელიდან, არ იდარდოთ. მოვლენები თქვენს სასარგებლოდ ვითარდება.

თხის რქა – დღეს სიტუაციების გაკონტროლება გაგიჭირდებათ. თუ სიმშვიდე გსურთ, უნდა შეეგუოთ გარემოებებს. გარდაუვალ მოვლენებს ნუ გაექცევით.

მერწყული – აკონტროლეთ თქვენი ქცევა, ნუ გაცდებით საზღვრებს. გარშემომყოფების წინ საკუთარ ემოციებს ნუ გამოამჟღავნებთ. დღის განმავლობაში მოსალოდნელია დაუგეგმავი შეხვედრები და მგზავრობა.

თევზები – თავისუფლად შეგიძლიათ თამამი გადაწყვეტილებები მიიღოთ. დაუფიქრებელმა საქციელმა, შესაძლოა, თქვენს მატერიალურ მდგომარეობას სერიოზული ზიანი მიაყენოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100