მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE" Contact
ყველაზე კითხვადი სტატია
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ბლოგები
"ცხო­რი! ცხო­რი! ცხო­რი!"
ახლა კითხულობენ

17 მაისის აქციის მონაწილეთა დარბევა დაიწყო  

მოსკოვში აქცია ჩაიშალა: გია აბდალაძემ აღიარებითი ჩვენება მისცა  

რობერტ სტურუა: "ვეფხისტყაოსანი" იდიოტიზმია  

ქართული ცეკვა ყინულის მოედანზე (ვიდეო)  

ივანიშვილისა და თავისი ცოლის სექსუალური კონტექსტის თამაში ბავშვების თვალწინ (ვიდეო)  

წავიდა და დაიკარგა, აფხაზეთთან ერთად დაიკარგა... 

„სცენის ეპოქალური დედოფალი“ სოფიკო ჭიაურელი... 

ასე იხსნა აკაკი წერეთელმა პოლიციისგან ქურდი 

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია-პოლიციის მანქანები დუბაიში 

მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილების რეიტინგი 

ის მსოფლიოს ყველაზე სწრაფი კაბრიოლეტია 
12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დრონი.ჯი
12:46 12.07.2012

ვერძი: დღეს მოისურვებთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასეირნებას. რა თქმა უნდა ეს მეტად დადებითად იმოქმედებს თქვენზე. ნუ შეზღუდავთ საკუთარ თავს, წამოიწყეთ ახალი ურთიერთობები და მიხვდებით, რომ ცხოვრება სასიამოვნო მომენტებით არის აღსავსე.

კურო: გახსოვდეთ, რომ აუცილებლად უნდა გაავლოთ ზღვარი ოცნებებსა და რეალურ სამყაროს შორის. არ მისცეთ თავს უფლება არარელურმა განზომილებამ არასწორი ნაბიჯები გადაგადგმევინოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოვრება თქვენ ხელთაა და ნებისმიერი ცვლილების შეტანა შეგიძლიათ მასში.

ტყიპები: მხოლოდ მეგობრების წრეში გატარებული დრო, თქვენზე დადებითად არ აისახება. ნუ ცდილობთ სიზარმაცეს თავი დაუხაროთ და დღეს არსებულით დაკმაყოფილდეთ. კარგი იქნება მომავალზეც თუ იფიქრებთ.

კირჩხიბი: თქვენ იმედი დაკარგეთ იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ოდესმე მოგაქცევთ ყურადღებას. თუმცა, სიტუაცია კვლავ თქვენთვის სასიკეთოდ მობრუნდა. შესაძლოა დიდი ხნის ლოდინი მოგიწიოთ, მაგრამ გახსოვდეთ რომ მიღებული შედეგით მეტად კმაყოფილი დარჩებით. ამიტომ, ეცადეთ ყოველივეს შრომისმოყვარეობით მიუდგეთ და თქვენი ძალისხმევა არ დაიშუროთ.

ლომი: თქვენი ნაზი ხასიათი მოიწონეს მათ, ვინც დღეს თქვენს გარშემო ძალაუფლებას ფლობს. კარგი იქნება, თუ ამ სიტუაციას საკუთარი ინტერესების პროგრესირებისთვის გამოიყენებთ. ეცადეთ გაბედული ნაბიჯების გადადგმას და დაბრკოლებებს ნუ შეუშინდებით. მიუხედავად ამისა, თითოეული ნაბიჯის გადადგმისას კარგად დაფიქრდით.

ქალწული: დღეს თქვენი პარტნიორი ეცდება თავი საკუთარი გარეგნობით მაქსიმალურად მოგაწონოთ, თქვენ კი სრული უფლება გაქვთ მსგავს ქმედებებს ყურადღებაც კი არ მიაქციოთ. თუმცა თქვენ მას ასეთ ქცევებს ვერ აუკრძალავთ. ადამიანებმა თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები და დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზეც დამოუკიდებლად უნდა.

სასწორი: თუ დღეს ძალიან მოწყენილი ხართ, ეცადეთ დახმარების ხელი გაუწოდოთ თქვენს რომელიმე ახლობელსა თუ მეგობარს. მიღწეული შედეგით დიდ კმაყოფილებას განიცდით და თავსაც უკეთ იგრძნობთ. ამის გამო ბევრი დაგაფასებთ. თქვენ სრულებით სხვა თვალით დაგიწყებენ ყურებას და ეს სამომავლოდ დიდი წარმატების მომტანი აღმოჩნდება.

მორიელი: თქვენი მელანქოლიური ხასიათი ნეგატიურ განწყობას განაპირობებს, მაგრამ დღეს შექმნილი სასიამოვნო სიტუაციების საფუძველზე თავს მაინც კარგად იგრძნობთ, შესაძლოა მოხდეს ის, რასაც დიდი ხანია ელით

მშვილდოსანი: დღეს გაორებული იქნებით, შესაძლოა სიზარმაცემ გძლიოთ, მაგრამ გახსოვდეთ რომ ეს გამოსავალი არ არის. სიზარმაცე მრავალი პრობლემის წარმოქმნას განაპირობებს. ამიტომ, ეცადეთ რაც შეიძლება დადებითი ემოციები მოიკრიბოთ.

თხის რქა: სიჯიუტეს თუ დაივიწყებთ კარგი იქნება. არ ეცადოთ ვინმესთან კამათის წამოწყებას და კომფლიქტურ სიტუაციებს მაქსიმალურად აარიდეთ თავი. ყოველივე მნიშვნელოვანი კარგად შეასრულეთ.

მერწყული: დღეს მეტად თვითდაჯერებული იქნებით და თქვენს შეშინებას თითქმის ვერაფერი მოახერხებს. თუმცა, არსებობს ადამიანი რომელიც თქვენი აღელვების მიზეზი შეიძლება გახდეს. როცა იგი თქვენს გვერდით აღმოჩნდება, ეცადეთ აღელვება არ შეიმჩნიოთ და თავი ხელში აიყვანეთ. საჭიროა ასეთ მდგომარეობას ერთხელ და სამუდამოდ დაუსვათ წერტილი. გაარკვიეთ იმ ადმაიანთან ურთიერთობა და მოიპოვეთ სიმშვიდე.

თევზები: დღეს შეუდარებელი ახალი ამბები გელით და მათ აღსანიშნავად კარგი იქნება თუ თქვენს სიხარულს საყვარელ ადამიანს გაუმხელთ. არ ინერვიულოთ, ადამიანები თქვენი ბედნიერებით გულწრფელად გაიხარებენ, რაც თქვენს განწყობას უფრო მეტად აამაღლებს. უფრო მეტიც, ეს გარემოება თქვენს პარტნიორთან მეტად დაახლოებაში დაგეხმარებათ.
კომენტარი     ბეჭდვა  

Kurtissmith2012-08-11 13:52:03
Mighty useful. Make no msitake, I appreciate it.

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
droni.gimg@gmail.com
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962
რეკლამა საიტზე
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი