სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს კარალეთში დევნილებმა ქვები დაუშინეს

რამდენიმე წუთის წინ ინციდენტი მოხდა გორის რაიონის სოფელ კარალეთში, სადაც კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები მოსახლეობასთან შეხვედრის მიზნით ჩავიდნენ. იმით გაღიზიანებულებმა, რომ თბილისიდან მანქანებით ჩასულ ესკორტს ადგილობრივები დიდი სიხარულით არ შეეგებნენ და სოფლის ცენტრში, მეოცნებეების სანახავად სულ რამდენიმე კაცი მივიდა, ივანიშვილის გარემოცვის წევრებმა ხმამაღლა დაიწყეს დევნილების ლანძღვა და მათ რამდენჯერმე უწოდეს „ლაჩრები“ და „მონები“.

კახა კალაძის მიერ გამოთქმულმა მოსაზრებამ, რომ 2008 წელს ომი „დიახაც საქართველომ და სააკაშვილმა დაიწყო“, ცეცხლზე ნავთი დაასხა და ომგადატანილმა მოსახლეობამ ამდენი ვეღარ მოითმინა. საბოლოოდ, სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ადგილობრივებმა და სხვა სოფლებიდან დევნილებმა ივანიშვილის გარემოცვის წევრებს ქვები დაუშინეს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელთ ისღა დარჩენოდათ, მანქანებისთვის შეეფარებინათ თავი და კარალეთიდან გაქცეულიყვნენ, თუმცა, დაპირისპირების ადგილს როცა გასცდნენ, მათ მანქანები ისევ გააჩერეს და ამჯერად მოშორებით შეკრებილ ქალებს დაუწყეს მტკიცება საქართველოს აგრესორობის შესახებ.

ინციდენტი მეორე გაჩერების ადგილზეც მოხდა, თუმცა, ამჯერად მეოცნებეებმა „ივაჟკაცეს“ და, თვითმხილველთა თქმით, დევნილ ქალებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც სოფელი დატოვეს.

ინციდენტის შესახებ სიუჟეტი მზადდება itv.ge-ზე, რომელსაც ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100