სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: დღეს შესაძლოა ოჯახის წევრებთან და თანამშრომლებთან კამათი მოგიწიოთ. ეს სიტუაცია თქვენი ნეგატიური განწყობის გამომწვევი მიზეზი გახდება. ეცადეთ კომფლიქტის წამოწყების მიზეზი გაარკვიოთ. თუ მიხვდებით, რომ ყოველივეში დამნაშავე თქვენ ხართ, აუცილებლად აღიარეთ თქვენი შეცდომა და სიტუაციის მოგვარებას ეცადეთ.

კურო: უკანასკნელი დროის მანძილზე საქმიან პარტნიორთან მეტად რთული მოლაპარაკებების წარმოება გიწევდათ. დღეს თქვენთვის სასურველ შედეგს მიაღწევთ. ეცადეთ რაც შეიძლება ნაკლები შეცდომები დაუშვათ და შექმნილი ვითარება თქვენთვის სასიკეთოდ გამოიყენოთ.

ტყუპები: არ აქვს მნიშვნელობა ამ მომენტისათვის როგორ ვითარდება თქვენი ცხოვრება. მთავარია ყოველთვის გახსოვდეთ, რომ საკუთარი ცხოვრების თქვენთვის სასიკეთოდ წარმართვა თავად შეგიძლიათ. ნუ დააბრალებთ არსებულ პრობლემებს სხვებს. ეცადეთ მათ მოგვარებას და სამომავლოდ სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგამთ მანამდე კარგად დაფიქრდით.

კირჩხიბი: დღეს თვითრწმენის მოზღვავებას იგრძნობთ. მიხვდებით, რომ ამა თუ იმ საქმის გასაკეთებლად მხოლოდ მონდომებაა აუცილებელი. შეძლებთ გარკვეული საკითხების გადაჭრასა და მოგვარებას. მიხვდებით რომ საკუთარი თავისადმი რწმენა მრავალი პრობლემის მარტივად მოგვარების საშუალებას იძლევა.

ლომი: თქვენს ირგვლივ მყოფთაგან ერთ-ერთი ადამიანი საკუთარ თავზე იმაზე მეტს იღებს, ვიდრე თქვენთვის არის დასაშვები. ამის გამო დისკომფორტს განიცდით. კარგი იქნება ამ ადამიანს თუ მიახვედრებთ თქვენი ნეგატიური განწყობის მიზეზს. იგი აუცილებლად გაგიგებთ და ეცდება საკუთარი ყურადღებითა და ქმედებებით სამომავლოდ ხელი აღარ შეგიშალოთ.

ქალწული: თქვენს ცხოვრებაში ზედმეტად ბევრი სიახლეები ხდება. ამ ყოველივემ შესაძლოა შეგაშინოთ, მაგრამ ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ და გახსოვდეთ - ახალი ცხოვრება ახალი პრობლემების წარმოჩენას სულაც არ გულისხმობს.

სასწორი: დღეს მობილიზებას შეძლებთ. მოახერხებთ დიდი ხნის წინ წამოწყებული საქმის თქვენთვის სასიკეთოდ დასრულებას. დღევანდელი დღე თქვენს წარმატებას განაპირობებს. თქვენს მუხლჩაუხრელ შრომას აუცილებლად შეამჩნევენ.

მორიელი: უკანასკნელი დროის მანძილზე თქვენმა ფიქრებმა და ოცნებებმა რეალობას მოგწყვიტეს. დროა ფიქრებისგან გამოერკვეთ. დაეშვით დედამიწაზე. ნუ არიდებთ თავს სირთულეებს, მათ მოგვარება და თქვენი ყურადღება ესაჭიროებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალი თქვენთვის სასიკეთოს ვერაფერს დაგპირდებათ.

მშვილდოსანი: როცა საუბარი რეალურ ცხოვრებაზე მიდის, მხოლოდ იღბალი არ არის საკმარისი. გახსოვდეთ რომ თუ თავად არ შეუდგებით თქვენთვის მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას, მხოლოდ იღბალი სასიკეთო შედეგებს არ მოიტანს.

თხის რქა: უკანასკნელი დღეების მანძილზე ახალი ადამაინების გაცნობა მოგიწიათ. მათთან კი კარგი ურთიერთობის აწყობაა საჭირო. დღეს თქვენი პოზიტიური განწყობა დროის სასიამოვნოდ გატარებაში, სწორედ ამ ახალ ნაცნობებთან ერთად, დაგეხმარებათ.

მერწყული: დღეს დათმობა უფრო წაგადგებათ, ვიდრე აგრესია. ამიტომ ეცადეთ გარკვეულ საკითხებში დათმოთ და კომპრომისზეც წახვიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ.

თევზები: შესაძლოა სხვების ბრძნული საუბრების მოსმენა საინტერესოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ეცადეთ ამ აზრებს ყურადღება საერთოდ არ მიაქციოთ და მხოლოდ თქვენი შეხედულებებით იცხოვროთ. ეცადეთ კარგისა და ცუდის გარჩევა ისწავლოთ და ოჯახის წევრების მიერ მოცემული რჩევებიდან თქვენთვის სასიკეთო შეარჩიოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100