სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: თქვენთვის უცნობია უკანასკნელ დროში დასრულებული საქმეების შედეგი, მაგრამ ამის გამო არ იდარდოთ. ეცადეთ დადებით შედეგს ელოდოთ, იყავით ოპტიმისტი, თქვენ ამის საფუძველი ნამდვილად გაგაჩნიათ. პოზიტიური განწყობა არა მარტო თქვენს ხასიათს გამოასწორებს, არამედ ირგვლივ მყოფებზეც დადებითად იმოქმედებს.

კურო: არ მოგერიდოთ ახლობელ ადამიანებთან კამათი. თუმცა, კარგი იქნება თუ კამათი კონფლიქტში არ გადაიზრდება. კონცენტრირება თემის ინტელექტუალურ მხარეზე მოახდინეთ, მოუსმინეთ დისკუსიის მეორე მხარესაც და თავი შეიკავეთ საკუთარი აზრის მტკიცებისგან, სანამ სხვების ნათქვამს კარგად არ გაიაზრებთ. ამ გზით თქვენი საუბარი შესაძლოა მეტად საინტერესო თემად იქცეს.

ტყუპები: დღეს განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ. თუმცა, ზოგადად ასეთი პოლიტიკა და ცხოვრების წესი არ გარგებთ, თუ თქვენ არასდროს მიდიხართ თუნდაც უმნიშვნელო რისკზე და არ გიზიდავთ სიახლეები, მაშინ იცოდეთ, რომ ასე თქვენი ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლას ვერასდროს მოახერხებთ. ნუ ორჭოფობთ, ეჭვებისგან გაანთავისუფლეთ საკუთარი თავი და ეცადეთ რაიმე ახალს გაუგოთ გემო.

კირჩხიბი: დღეს ძალიან გაგაბედნიერებთ ის ფაქტი, რომ შეძლებთ რაღაც ახალი ამბის გაგებას. ამიტომ ეცადეთ ყურადღება დაუთმოთ იმას, რაც თქვენ ძალიან გაინტერესებთ. ახალმა ამბავმა შესაძლოა თქვენში კითხვები დაბადოს, მაგრამ აუცილებლად ეძებეთ მათი პასუხები. დღეს თქვენი ცნობისმოყვარეობა თქვენს სასიკეთოდ იმუშავებს.

ლომი: დღეს შესაძლოა თავი ისე იგრძნოთ, რომ თითქოს ნებისმიერი ნეგატიური სიტუაცია თქვენს ჩათრევას ცდილობს. ამ გარემოებას არ მისცეთ უფლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენზე. მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ, მეორე ნახევარი კი მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმეთ. კარგი იქნება თუ საღამოს, რამდენიმე საათს მეგობრებთან ერთად გაატარებთ.

ქალწული: დღეს კარგად შეაფასეთ თქვენს ირგვლივ არსებული ადამიანების შესაძლებლობები. გამოარკვიეთ თუ ვის შესწევს ძალა თქვენი ნეგატიური განწყობა პოზიტიურად აქციოს და ეცადეთ რაც შეიძლება დიდი დრო გაატაროთ ამ ადამიანთან. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა სალაპარაკო თემის ნაკლებობას განიცდიდეთ, იცოდეთ, რომ თქვენ ერთმანეთისთვის საჭირო ადამიანები ხართ და ერთმანეთზე დადებითად მოქმედებთ.

სასწორი: დღეს შესაძლოა ახლობლებმა ან მეგობრებმა სასარგებლო რჩევები მოგცენ, ამიტომ აუცილებლად გამოუყავით მათ გარკვეული დრო. მაშინაც კი, თუ განმარტოვება გსურთ, გახსოვდეთ, რომ დღეს ამისთვის საუკეთესო დრო არ არის. ეცადეთ რაც შეიძლება დიდი დრო გაატაროთ ახლობლების წრეში. მათი ენერგია ძალას და შრომისუნარიანობას შეგმატებთ.

მორიელი: თქვენ მეტად კრეატიული ადამიანი ხართ. დღეს კი ეს მახასიათებელი საგრძნობლად გამოიკვეთება. თქვენ საკმაოდ ენერგიულად იგრძნობთ თავს და მიხვდებით, რომ ისეთი საქმეების მოგვარება შეგიძლიათ, რასაც სხვები უშინდებიან. არ დაზოგოთ დრო, გადადეთ ყოველგვარი უმნიშვნელო საქმე და გახსოვდეთ, რომ დღეს შესრულებული მნიშვნელოვანი საქმე სამომავლოდ თქვენი წარმატების გარანტი იქნება.

მშვილდოსანი: დღეს შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც წარსულს ჩააბარეთ. ეს კი ერთნაირად გაგახარებთ და გაგიფუჭებთ კიდეც ხასიათს. არ იჩქაროთ დასკვენების გამოტანა და არც დაუფიქრებელი ნაბიჯები გადადგათ, ეს უარყოფითად აისახება თქვენზე.

თხის რქა: კარიერაში შექმნილი გარკვეული პრობლემების საფუძველზე, უფლება გაქვთ გარკვეული დროით უკანა ფლანგზე გადაინაცვლოთ და სხვებს მისცეთ საშუალება, მოაგვაროს აღნიშნული პრობლემა. თქვენს ირგვლივ არსებული კონკურენტუნარიანობა მეტად დაუნდობელი აღმოჩნდება თქვენთვის. თქვენ კარგად უნდა დაფიქრდეთ და გაარკვიოთ, ნამდვილად გსურთ თუ არა ამ კონფლიქტების მოგვარებაში გარკვეული როლი ითამაშოთ.

მერწყული: იმისათვის, რომ მრავალფეროვანი დღე უზრუნველყოთ, თქვენს ყოველდღიურ გეგმაში რამდენიმე ცვლილება შეიტანეთ. რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი, თქვენი გეგმების სრული ცვლილება. დღეს უფლება გაქვთ რაიმე ორიგინალური და უჩვეულო მოიმოქმედოთ. ეს ყველაფერი კი თავს ძალიან კარგად გაგრძნობინებთ. მაგრამ ცვლილებები არავითარ შემთხვევაში არ უნდა აისახოს უარყოფითად სამუშაო რითმზე.

თევზები: დღეს ადამიანების გაოგნებას შეძლებთ. ამას კი სამსახურში არსებული გარკვეული პრობლემების გადაჭრის საფუძველზე მოახერხებთ. თქვენ ზემდგომი პირებიც შეგამჩნევენ და ეს კარიერულ წინსვლას განაპირობებს. არ შეშინდეთ და თავი ხელში აიყვანეთ. შესაძლოა ასეთმა სიტუაციამ გარკვეული მტრული დამოკიდებულებებიც გააღვივოს, მაგრამ ეს იმდენად უმნიშვნელოა, რომ ნერვიულობადაც კი არ ღირს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100