სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბესლანის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა

დღეს ბესლანში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა პატივის მისაგებად სამგლოვიარო ცერემონია დაიწყება. ამ დროისათვის სკოლის წინ ათასობით ადამიანია შეკრებილი და მათ ადგილზე გარდაცვლილი ბავშვების სურათები, ყვავილები და ანთებული სანთლები მიაქვთ. აღნიშნული სამგლოვიარო ცერემონიალი სამ დღეს გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 2004 წლის 1 სექტემბერს ტერორისტები ბესლანის ნომერ პირველ სახელმწიფო სკოლაში შეიჭრნენ. მათ მძევლად ბავშვები აიყვანეს და ისინი სკოლაში სამი დღის განმავლობაში იყვენენ გამაგრებულნი. მძევლების რაოდენობა კი ათასს აღემატებოდა. 3 სექტემბერს სპეცრაზმა შენობა შტურმით აიღო. შტურმისა და ტერაქტის შედეგად 334 ადამიანი, მათ შორის 186 ბავშვი გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100