სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტიკინი - სამკურნალოდ თუ ვნების გამოსაწვევად?

იყო დრო, როდესაც რესპექტაბელური ქალბატონები ზღვის ნაპირას გადიოდნენ მხოლოდ სასეირნოდ, სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად, გარემოთი ესთეტიური ტკბობისათვის. შესაბამისად, მათი ტანსაცმელი მათსავე მოქმედებას შეესაბამებოდა - გრძელი კაბა, ნაზი ხელთათმანები, მზის საჩრდილობელი ჩალის ქუდი ან ქოლგა. შემდეგ დადგა პლაჟზე მასობრივი ბანაობების ერა და ქალთა საზოგადოებამ ნელნელა განიძარცვა სამოსი.

თავიდან ყველაფერი უმანკოების საბურველში იყო გახვეული - ქალები თხელ ქსოვილის კაბებში, წვივების შუებამდე ჩამოგრძელებულ ქვედა ბოლოებში და მაღალყელიან წინდებში გამოწყობილნი ბანაობდნენ. მერე ეს სამოსი შეიცვალა მოკლე ქვედა ბოლოთი და გრძელი შორტებით, ვიდრე გასული საუკუნის მეორე ნახევარში ტრადიციად ქცეული სახე არ მიიღო, ერთიანი საცურაო კოსტუმის სახით. უკანასკნელ ათწლეულებში საცურაო კოსტუმი დავიდა ბიკინის ზომამდე, მაგრამ ქალები ამანაც არ დააკმაყოფილა და სულ ბოლოს შემოვიდა ტოპლესისა და ნუდიზმის მოდა.

ყველაფერი ამ დონეზე დარჩებოდა ალბათ - ექიმებს განგაშის ზარი რომ არ შემოეკრათ: სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსცირების განუხრელ ზრდასთან ერთად დადგინდა, რომ ულტრაიისფერი სხივები სახიფათოა ქალის მკერდისათვის და, განსაკუთრებით, ძუძუსთავებისა და მის გარშემო არეოლასთვის.

მაგრამ, მოგეხსენებათ, აკრძალვა უფრო იოლია, ვიდრე ამ აკრძალვიდან შედეგის მიღება. და აი, აქ გამოდგა ამერიკელ სტრიპტიზიორთა გამოცდილება: აშშ-ის რიგ შტატებში კანონით აკრძალულია ძუძუსთავების დემონსტრირება, ხოლო თუ ისინი დაფარულია, მაშინ ყველაფერი კანონის ფარგლებშია. ამ შტატებში „აკრძალულ უბანზე" სტრიპტიზის მოცეკვავენი იკრავენ ვარსკვლავის, კურდღლისა თუ კონუსის ფორმის კაშკაშა ფერის სამაგრებს. ამ გამოგონებას ეწოდა „სტიკინი" (ინგლისური სიტყვიდან: „stick" - „მიკრობა", „მიწებება").

ამან ორმაგი სარგებლობა მოიტანა - თავდაპირველად კანის მაზი ქსოვილები დაიფარა სოლარიუმში. სოლარიუმში სტიკინისთვის შემუშავებულია სპეციალური მასალა, რომელიც არ ატარებს ულტრაიისფერ სხივებს და გამოყენებულია სპეციალური წებო, რომელიც სითბოს, წყლისა და მარილების ზემოქმედების შედეგად არ გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს, არ იშლება და არ აღიზიანებს კანს (როგორც ვხედავთ, ყველა სტიკინი ვერ იქნება უსაფრთხო, მას უნდა ჰქონდეს ხარისხის სერტიფიკატი).

ამის შემდეგ უკვე მოხდა სოლარიუმიდან სტიკინის გადანაცვლება პლაჟებზე - ის მოდაში შემოვიდა „ვარსკვლავებისა" და სხვა ცნობილი ადამიანებისათვის. სტიკინის ღირსებად მიიჩნევენ მის მრავალსახოვნებას - ფორმის, ფერის, ზომის, მოტივების მიხედვით; სურვილისამებრ მკერდის გალამაზება შეიძლება სტიკინის მთელი კომპოზიციით. სტიკინი ფლობს კიდევ ერთ სასარგებლო თვისებას: მას შეუძლია მზისაგან ხალების დაცვაც - გაყიდვაში არსებობს სპეციალური პატარა სტიკინი ხალებისათვის!

ეს ყველაფერი კეთილი და პატიოსანი - სოლარიუმი, პლაჟი, ხალები..., მაგრამ, მოგეხსენებათ, ქალების ფანტაზიას არა აქვს საზღვარი და, როგორც დასაწყისში სტიკინით შეცვალეს აზღუდი, ახლა უკვე მათი მეოხებით მშვენიერთა სქესის წარმომადგენლები ტრუსების ჩანაცვლებასაც ფიქრობენ!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100