სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2012 წლის 1 ოქტომბერი - საქართველოს მოსახლეობა მე-8 მოწვევის პარლამენტს აირჩევს

დღეს, 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ მე-8 მოწვევის პარლამენტი უნდა აირჩიოს.

საარჩევნო უბნები დილის 07:00 საათზე გაიხსნება, ხმის მიცემა კი 08:00 საათზე დაიწყება. 20:00 საათზე კენჭისყრის დასრულებისთანავე ხმის მიცემა შეწყდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 613 851 ადამიანს შეადგენს. ქვეყნის მასშტაბით 73 საარჩევნო ოლქი, 3 668 ჩვეულებრივი და 71 გამონაკლის შემთხვევებში შექმნილი უბანი მოქმედებს. 45 უბანი გაიხსნება ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100