სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ელისო ჩაფიძე: რაც ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე თქვა, არაჩვეულებრივი ქველმოქმედებაა

პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებებს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

უმრავლესობის წევრმა, ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ყოფილმა ჟურნალისტმა ელისო ჩაფიძემ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ მიტინგზე, წარდგენის დროს „ჟურნალისტიკის ეტალონი“ უწოდა, აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებები ისევ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სასარგებლოდ იყო გაკეთებული:

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის არაჩვეულებრივი ქველმოქმედება, რომელიც მიმართული იქნება ისევ საზოგადოებრივი მაუწყებლის გაძლიერებისკენ და არა მისი როლის დაკნინებისკენ“, - აღნიშნა ჩაფიძემ „მოამბესთან“ ინტერვიუში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100