სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა

ბიზნესმენ დავით ბეგიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა.
საქმის შეწყვეტის შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს თავად მიმართეს.


პროკურატურის შუამდგომლობითვე, შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა და გაუქმდა აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა. ყადაღა მოეხსნა დავით ბეგიაშვილის ქონებასაც.


"სასამართლო გამოძიების ეტაპზე დაკითხულმა მოწმეებმა ჩვენებაში ვერ მიუთითეს ვერც ერთ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელიც დაარწმუნებდა, როგორც სახელმწიფო ბრალდებას, ისე სასამართლოს დავით ბეგიაშვილის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების ჩადენაში. მოწმეებმა მხოლოდ დაადასტურეს ის გარემოება, რომ ჭავჭავაძის გამზირი #44-ში მდებარე ფართი წარმოადგენდა დავით ბეგიაშვილის საკუთრებას, თუმცა რა ფორმით, რა ხერხით, ან რა პროცედურების გავლით მოხდა აღნიშნული ქონების დავით ბეგიაშვილის საკუთრებაში გადასვლა, მოწმეების მიერ ვერ დადასტურდა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.


აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ მტკიცებულებების ერთობლივი, ობიექტური და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა დავით ბეგიაშვილის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.


შესაბამისად, ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ სასამართლო გამოძიებისას გამოკვლეული მტკიცებულებები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს დავით ბეგიაშვილის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, 2012 წლის 5 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, მოითხოვა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო", - ნათქვამია განცხადებაში.


სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100