სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"როდესაც ვლადიმერ ბედუკაძეს 2 000-ლარიან გირაოს უფარდებენ, მე კი – 25 000-ს, ადამიანურად საწყენია"

"როდესაც ბედუკაძეს 2000 ლარს უფარდებ და იგი თავად ამბობს, რომ მარტო კადრების გამავრცელებლი კი არ იყო, არამედ მასში მონაწილეობდა და მე – 25 000-, ადამიანურად საწყენია", - ეს განცხადება ნიკოლოზ მელიამ დღეს "პრაიმ ტაიმის" პრეს-კლუბში სტუმრობისას გააკეთა.

მისი ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და მოითხოვს, რომ მელია ან აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვონ, ან თუ ასე არ მოხერხდა, ადვოკატი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას თანხის ნაწილშიც გაასაჩივრებს.
მელიას თქმით, გამოძიება მას 2 მუხლით – უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ქონების გადამალვაში დახმარება – ედავება, რაც "აბსურდულია და საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს".

"გამოძიება მედავება, თითქოს მე ვიყავი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, რომელიც ბანკ "ქართუს" გაკოტრების სქემაში მონაწილეობდა და თითქოს მე იუსტიციის ყოფილი მინისტრის დავალებით იმ აუქციონებს ვშლიდი, რომლებიც ელექტრონული გზით ტარდებოდა და დღესაც ასეა. თითქოს ამით მე ხელს ვუწყობდი, რომ "ქართუს" ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში მოხვედრილიყო. გამოძიებას კითხვები აქვს აუქციონთან, კერძოდ საგარანტიო თანხებთან დაკავშირებით. საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. რამდენადაც ვიცი, მე არც ებანოიძის აღიარებით ჩვენებაში ვფიგურირებ", - განაცხადა მელიამ და დასძინა, რომ იგი ოპტიმიზმითაა გამსჭვალული და დარწმუნებულია, რომ "ყველაფერი ისე დამთავრდება, როგორც უნდა დამთავრდეს".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100