სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯანო ანანიძე: გაოცებული დავრჩი, როცა პრესაში "ჩემი სიტყვები" ვნახე

"როსტოვის" ქართველმა ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ, რომლის სატრანსფერო უფლებები მოსკოვის "სპარტაკს" ეკუთვნის, championat.com-თან საუბარში განაცხადა, რომ გაოცებული დარჩა პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, რომლის მიხედვით, ის თითქოს "სპარტაკის" ფეხბურთელ ხოსე ხურადოს შეურაცხყოფას აყენებს.

"გაოცებული დავრჩი, როცა პრესაში გავრცელებულიჩემი სიტყვებივნახე, რომელიც ხურადოს მისამართითაა ნათქვამი. ამას ყურადღებასაც არ მივაქცევდი, რომ არა შეურაცხყოფა მის მიმართ.

დამიჯერეთ, მსგავსი რამის უფლება ჩემი თავისთვის არასდროს მიმიცია და არც მივცემ.

სადაც უნდა ვთამაშობდე, მაინც სპარტაკელად ვრჩები და დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი ამ კლუბის და იმ ადამიანების მიმართ, ვინც მის ღირსებას იცავს.

მინდა, რომ ამის შესახებ გულშემატკივარმა იცოდეს", - თქვა ანანიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100