სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლიბერთი ბანკი ყველაზე ტიტულოვანი მოქმედი მოცურავის,ირაკლი ბოლქვაძის სპონსორია

ლიბერთი ბანკი აქტიურად განაგრძობს ქართული სპორტის მხარდაჭერას. ამჯერად ბანკი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი მოქმედი მოცურავის, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსნის ირაკლი ბოლქვაძის სპონსორია.

ბანკმა ირაკლისთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის სექტემბრიდან ირაკლი დუბაიში, კლუბ "Hamilton Aquatics"-ში ვარჯიშობს, რაც საკმაო ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამ ხარჯების დაფარვა აქამდე მთლიანად ოჯახს უწევდა, ახლა კი როდესაც ფინანსური მდგომარეობის გამო კლუბში დარჩენა არდარჩენის საკითხი დადგა, ირაკლის სპონსორად "ლიბერთი ბანკი” გამოუჩნდა.

10 13 აპრილს ირაკლიმ ეინდჰოვენში გამართულ შეჯიბრზე 200 მეტრიან ბრასში ფინალში დისტანცია 2:17.21 წამშიდაფარა, დაიკავა მე-6 ადგილი და დაიმსახურა 798 ქულა, რაც 2014 წლის სეზონზე უმაღლესი შედეგია ქართველმოცურავეებს შორის.

ლიბერთი ბანკი წარმატებას უსურვებს ირაკლის მომავალ შეჯიბრებზე და მის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100