სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

RMG თასი დაბა კაზრეთში

4 სექტემბერს, დაბა კაზრეთში სტარტი აიღო ტურნირმა მინი ფეხბურთში, რომელიც კომპანია RMG-ის ხელშეწყობითა და ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

სპორტულ ასპარეზობაში ადგილობრივი მოსახლეობისაგან დაკომპლექტებული 8 გუნდი მონაწილეობს და ის 4-14 სექტემბრის ჩათვლით დაბა კაზრეთის მინი ფეხბურთის სტადიონზე გაიმართება.

კომპანია RMG-იმ ტურნირისათვის სპეციალური საპრიზო ფონდი დააწესა. შეჯიბრის ბოლოს, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს კომპანიის წარმომადგენლები საზეიმოდ დააჯილდოვებენ. 10 დღიანი ტურნირის მსვლელობის დროს, საუკეთესო მეკარე, საუკეთესო მცველი, საუკეთესო ბომბარდირი, საუკეთესო მოთამაშე და საუკეთესო ნახევარმცველიც გამოვლინდებიან და მათ სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.

„დაბა კაზრეთის ახალგაზრდობა აქტიურად მისდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მსგავსი ტურნირის ორგანიზება. გვინდა, რომ ეს სპორტული ზეიმი და სამომავლოდ მსგავსი სპორტული და კულტურული ღონისძიებები სისტემატურად გაიმართოს დაბა კაზრეთში.“ - აცხადებენ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100