სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

RMG-ის თასის გამარჯვებულები კომპანიამ საზეიმოდ დააჯილდოვა

14 სექტემბერს, დაბა კაზრეთში RMG-ის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა.

შეჯიბრი მინი ფეხბურთში, რომელშიც 8 გუნდი მონაწილეობდა 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში დაბა კაზრეთში მცხოვრებმა 19-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა.

კომპანია RMG-იმ ტურნირისათვის სპეციალური საპრიზო ფონდი დააწესა. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს ფულადი ჯილდო გადაეცათ. კომპანიის წარმომადგენლებმა სიმბოლური საჩუქრებით ტურნირის საუკეთესო მეკარე, საუკეთესო მცველი, საუკეთესო ბომბარდირი, საუკეთესო მოთამაშე და საუკეთესო ნახევარმცველიც დააჯილდოვეს.

„მინი ფეხბურთის ტურნირმა დაბა კაზრეთი ძალიან გამოაცოცხლა. მე-3 ადგილისათვის გამართული მატჩი და ფინალური შეხვედრა სანახაობრივი გამოდგა, რის შედეგადაც გამოვლინდა ღირსეული გამარჯვებული. ვგეგმავთ, რომ მსგავსი სახის ღონისძიებები სისტემატურად ჩავატაროდ.“ - აცხადებენ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100