სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„არსენალელ“ აარონ რემსს „მკვლელი“ გოლები გააქვს - ყველა გოლზე თითო ცნობილი იღუპება

ლონდონელი „მეთოფეების“ ერთი რიგითი ფეხბურთელი - აარონ რემსი მსოფლიოს ფეხბურთის გულშემატკივართა ყურადღების ცენტრში, შემდეგ კი იმ ადამიანების თვალთახედვის არეშიც მოექცა, რომლებსაც ცხოვრებაში ერთი საფეხბურთო მატჩიც კი არ უნახავთ...

ესპანური, ფრანგული, ინგლისური, ლათინოამერიკული სპორტული გამოცემებისა თუ ფორუმების, მერე კი მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი მედიასაშუალების მთავარი განხილვის თემა დღეს, არც მეტი, არც ნაკლები, აარონ რემსის „მკვლელი გოლებია“: მის მიერ გატანილ ყოველ გოლს მსოფლიოში ცნობილი ადამიანების სიკვდილი ემთხვევა...

გაუგებარია, ვინ შეამჩნია პირველად ეს დამთხვევა (ამას სხვას ვერაფერს უწოდებ, საოცარი დამთხვევის გარდა), მაგრამ ამ დაკვირვებული გულშემატკივრის მიერ შედგენილი, აარონ რემსის გოლების ცხრილი სტატისტიკურად გადამოწმებულია და რეალურიც გახლავთ. ისიც რეალობაა, რომ სწორედ ამ გოლების გატანას ემთხვეოდა ცნობილი ადამიანების სიკვდილი და ამაზე ჯერ კიდევ მაშინ ალაპარაკდნენ, როცა სტივ ჯობსი გარდაიცვალა...

თავად ფეხბურთელს ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯერ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია - ან რა უნდა თქვას, გარდა ერთი წინადადებისა: „ვწუხვარ, რომ ასეთ დამთხვევას აქვს ადგილი, მაგრამ გოლის გატანისკენ სწრაფვაში ეს ხელს ვერ შემიშლის“, - ნებისმიერი ჭკუათმყოფელი, ალბათ, სწორედ ასე იტყოდა... ახლა კი გადავხედოთ გოლებისა და ცნობილთა სიკვდილის სტატისტიკას...

2011 წლის მაისში რემსმა გოლი „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარში გაიტანა. სწორედ იმ დღეს აშშ-დან მთელ მსოფლიოს მოედო ცნობა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ.

„ტოტენჰემის“ კარის დალაშქვრას სტივ ჯობსის გარდაცვალება დაემთხვა.

ფრანგულ „მარსელთან“ გატანილი გოლის შემდეგ მუამორ კადაფი მოკლეს.

სულ რამდენიმე დღის წინ „არსენალი“ „სანდერლენდს“ შეხვდა და აარონ რემსმა გოლი თავით გაიტანა, ამ გოლს კი უიტნი ჰიუსტონის ყველასთვის მოულოდნელი სიკვდილი დაემთხვა...

შეგახსენებთ, რომ აარონ რემსი საკმაოდ აქტიური მოთამაშეა და ამ დამთხვევების გამო მას სათადარიგოთა სკამზე არავინ დასვამს. არც იქნება სწორი საქციელი მწვრთნელის მხრიდან, თუკი აარონს არ ათამაშებს მხოლოდ ამ მიზეზით...

ასე რომ, ძრწოდე, მსოფლიოვ! - აარონ რემსი მოედანზე გადის!...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100