მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE" Contact
ყველაზე კითხვადი სტატია
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ბლოგები
ლი­ბე­რა­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში
ახლა კითხულობენ

რა შეემთხვა გიორგი ლორიას კიევში? თემურ ქეცბაია გადარეულია...  

კახა კალაძის გამოსათხოვარი მატჩისთვის თბილისში რაულიც ჩამოვა?  

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის მხარდამჭერებს ხვდება  

რაული, ბექჰემი,ზიდანი,რონალდო,რონალდინიო, კასილასი და ... თბილისში  

ოთარ გაბელია: “ესპანეთთან არაფრის დათმობას არ ვაპირებთ...”  

გრიგოლ რობაქიძე: კონსტანტინე გამსახურდია 

კადრები ოთარ მეღვინეთუხუცესის 80 წლის იუბილედან 

ბიზანტიის ქართველი დედოფალი-დიდებისმოყვარე ქალი თუ გმირი დედა? 

მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილების რეიტინგი 

ის მსოფლიოს ყველაზე სწრაფი კაბრიოლეტია 

მანქანების ტანგო 
გერმანია ნავსის გასატეხად ემზადება

maximum
20:00 28.06.2012

გერმანია ნავსის გასატეხად ემზადება

ევროპის ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ის გუნდები დაუპირისპირდებიან, რომლებსაც ურთიერთშეხვედრების დიდი ისტორია აქვთ. გერმანია და იტალია მსოფლიო ფეხბურთის გრანდები არიან და გასაკვირი არაა, რომ ისინი აქამდე ერთმანეთს არაერთხელ შეხვედრიან.
ვარშავაში გასამართ მატჩში, ფავორიტად იოახიმ ლიოვის გუნდი ითვლება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ გერმანელებს იტალიელებისთვის ოფიციალურ მატჩში არასდროს მოუგიათ. გუნდები ერთმანეთს სულ 30-ჯერ დაუპირისპირდნენ. გერმანელებმა 7-ჯერ მოიგეს და ყველა ეს შეხვედრა ამხანაგური იყო. 9 თამაში ფრედ დასრულდა, ხოლო 14-ჯერ იტალიელებმა იმარჯვეს.

გუნდების პირველი შეხვედრა 1923 წელს, მილანში ჩატარდა და მასპინძლებმა 3:1 იმარჯვეს. გერმანიისა და იტალიის ბოლო დაპირისპირება დორტმუნდში გაიმართა და იგი ფრედ, 1:1 დასრულდა. დორტმუნდმა უმასპინძლა გუნდებს შორის ჩატარებულ ბოლო ოფიციალურ მატჩსაც. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში, გროსოსა და დელ პიეროს მიერ დამატებით ტაიმში გატანილი გოლების წყალობით, “სკუადრა აძურამ” “ბუნდესმანშაფტს” სძლია.

ევროპის ჩემპიონატზე, გერმანია და იტალია ერთმანეთს მესამედ დაუპირისპირდებიან. პირველად გუნდები ერთმანეთს 1988 წელს შეხვდნენ. ჯგუფურ ეტაპზე, დიუსელდორფში გამართული მატჩი 1:1 დასრულდა. 8 წლის შემდეგ, კვლავ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, გუნდები ერთმანეთს უკვე უგოლოდ დაუზავდნენ, რის შემდეგაც, გერმანიამ პირველი ადგილი დაიკავა, იტალია კი ჯგუფში ჩარჩა.
გერმანიის ნაკრებმა იტალიის დამარცხება უკანასკნელად 1995 წელს, ციურიხში გამართულ ამხანაგურ მატჩში მოახერხა. ის შეხვედრა 2:0 დასრულდა. დღეს, იოახიმ ლიოვის გუნდი, 17-წლიანი ნავსის გატეხვას შეეცდება.

გუნდებს შორის გამართული ბოლო მატჩის (2011 წლის 9 თებერვალი) შემდეგ, გერმანიის ნაკრებში მცირე ცვლილებები მოხდა. იმ შეხვედრაში მონაწილე ფეხბურთელთაგან, ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მხოლოდ აოგო და გროსკროიტცი არ არიან. რაც შეეხებათ იტალიელებს, მათ განაცხადში რანოკია, კრიშიტო, კასანი, აკვილანი, მაური, პაცინი და ბორიელო არ არიან.
გერმანია ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მეშვიდედ ითამაშებს. წინა 6 მცდელობიდან, ბუნდესნაკრები ფინალში 5-ჯერ გავიდა. რაც შეეხება იტალიას – “სკუადრა აძურას” კონტინენტის პირველობის ნახევარფინალში 3-ჯერ უთამაშია, მაგრამ იტალიელებს ამ ეტაპზე ჯერ ერთი გოლიც არ აქვთ გატანილი.

მატჩს ორივე გუნდი კარგ ფორმაში ხვდება. გერმანელებს ბოლო 15 ოფიციალური მატჩი აქვთ მოგებული, რაც მსოფლიო რეკორდია. იტალიელებს კი, ევროპის ჩემპიონატზე (ჩათვლილია საკვალიფიკაციო ეტაპიც) უკვე 14 თამაშია არ წაუგიათ.

დღევანდელ მატჩს გერმანია თითქმის უდანაკარგოდ ხვდება. ლიოვის გუნდში საეჭვოა გიუნდოგანის თამაში. მცირე ტრავმა აწუხებდა შვაინშტაიგერს, მაგრამ ნაკრების ერთ_ერთმა ლიდერმა გამოჯანმრთელება მოასწრო. იტალიელებს დისკვალიფიცირებული მაჯო დააკლდებათ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კიელინის, აბატეს, დე როსისა და მოტას თამაში, მაგრამ სავარაუდოდ, ოთხივე მათგანი მატჩს მზადყოფნაში შეხვდება.

28 ივნისი,

22:45 ვარშავა,

ნაციონალური სტადიონი

გერმანია-იტალია
სავარაუდო შემადგენლობები
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი, ბოატენგი, ჰუმელსი, ბადშტრუბერი, ლამი, შვაინშტაიგერი, კედირა, როისი, იოზილი, პოდოლსკი, გომესი.
იტალია (4-3-1-2): ბუფონი, აბატე, ბარძალი, კიელინი, ბალცარეტი, მარკიზიო, დე როსი, პირლო, მონტოლივო, კასანო, ბალოტელი.
მსაჯი: სტეფან ლენუა (საფრანგეთი).

კომენტარი     ბეჭდვა  

იტალია2012-06-29 02:27:57
ღღმა მწუხარებით ვუთანაგრძნობ ლ ი ვ ე რ პ უ ლ ს
გერმანიის წაგებას , გაგემაზა ტოტალიზატორი იჯექი ახლა თავზე ტილო წაკრული და ივიშვიშე. გამოტყდი ახლა რა უფრო გადარდებს წაგება თუ, რა ქვია კუს ცოლს ვერ ვიხსენებ თებრონე თუ მართა? რომელიც გეწყინა იმას გითანაგრძნობ.
ვამბობდი მე ყველა ზანგი დასაბრედია მეთქი და აგე ერთმა ზანგმა კაცი რა დღეში ჩააგდო. ლივერპულ ყურები არ ჩამოყარო ორ წელში ობამას გადაირჩევენ და მსოფლიო ჩემპიონატი იწყება .....

2012-06-29 02:29:11
გერმანიამ ჩაისვარა ეგრე ეკუთვის ანგელა მარკელს მოეცა მაპი ჩვენთვის 2008ში? არ მოგვცა და ჩვენი ცოდვა არ ახარებს ამ ნაკრებს,მაგრებია ,ყველას ჯობიან მაგრამ ბედი არ სწყალობთ,სანამ მაპს არ მოგვცემს სულ თრAKშI იქნებიან:D

2012-06-29 02:31:03
ლივერპულ ვიზიარებ შენს მწუხარებას KUთA კაცო.სულ ასე "გაგიმართლოს " სამშობლოს მორალატევ!!

2012-06-29 11:12:04
ვივა იტალია!

ესპანელი2012-06-29 13:00:04
ისე ვივა იტალიას რომ გაიძახით სომხების მონათესავე ერი რომაა იტალიელები არ იციით?ვივა ესპანია ეს ჩვენი მონათესავე ერია და მაგათ გაუმარჯოს.აფერისტ იტალიელებს გერმანელები მირჩევნია,მოწესრიგებულები და წესიერები არიან.საკუთარი შრომით ქმნიან დოვლათს და მსოფლიოში ყველაზე კეთილსინდისიერ ბიზნეს-პარტნორებათ არიან ცნობილი,მოწესრიგებულები და დიციპლინიზირებული ერი გახლავთ.

ლივერპულს2012-06-29 18:59:40
რატომ არ თქვი ტუ ტოტალიზატორზე იყო საქმე? წაგეხმარებოდი პაწას :)))
ვისაც ვბალეშიკობ ყველა იგებს. პორტუგალია როგორ გავქაჩე ნახე? :)))

იტალიელებს კი იმიტომ მივეხმარე რომ ანგელა არ მომწონს!!!

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
droni.gimg@gmail.com
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962
რეკლამა საიტზე
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი