სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაჩო რამიშვილი: რეპიდან პოეზიამდე...

შენი თვალებია მე რომ მენატრება,

წითელი ფერებია ჩემი გემოვნება,

შენი სურნელია ჩემს გულში რომ ჩადის,

ეს ის გრძნობებია, ვადა რომ არ გასდის.

თუმცა, სამყაროა ზოგჯერ ალისფერი

მარტო სიყვარული თურმე არაფერი

თუმცა, ცხოვრებაში სულ სხვა სასწორი აქვთ

ისე აგწონიან როგორც სამყოფივით.

ვინ ვის ეკითხება, ვინ რას გეკითხება

ასე გარდაიქმნა ხალხში ეს თვისება,

თუმცა, ცხოვრებაა სულ სხვა ნოტაცია

აღაც არსებობს წრფელი ოვაცია.

ჩემთვის ყოველი დღე დიდი რომანია,

ჩემი საიდუმლო ქალი სონეტია,

ერთი მომენტია, ერთი მომენტია,

ასე სიყვარული როგორ მოგვერია?!...

ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ ლექსმა პოეზიის მოყვარული ადამიანი არ შეიძლება გულგრილი დატოვოს.

ამ ლექსის ავტორმა კი, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, 9 წლის წინ რეპერობით დაიწყო. მისი სიმღერა „ემიგრანტები“ ერთ დროს ძალიან პოპულარულ სიმღერათა ჩარტებში წამყვან პოზიციებს არ თმობდა. დღეს კი, ერთ დროს რეპერად „მონათული“ ქართველი WEST -ი „პარნასის“ საფეხურს უმიზნებს და საზოგადოებას თავისი თბილი, ცოტა სევდიანი, ლექსებით აცნობს თავს. დიახ ეს ახალგაზრდა და ნიჭიერი პოეტი ბაჩო რამიშვილია.

ინტერნეტ მომხმარებლები მისი ლექსების აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს უკვე რახანია იცნობენ და პოეტის განსაკუთრებულმა ხმის ტემბრმა ბევრი თინეიჯერი გოგოს გულიც დაატყვევა. 28 მარტს კი ეს ნიჭიერი შემოქმედი, პოეტ გურამ ადამაშვილთან და ჯგუფ ფრანთან ერთად „მარტს აცილებს“ და საზოგადოებას შარდენზე „missoni lounge bar”-ში პოეზიის საღამოზე ეპატიჟება. ისღა დაგვრჩენია წარმატებები, ბევრი ლექსი და „პარნასამდე“ გასავლელი გზა დავულოცოთ ახალგაზრდა პოეტს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100