ლექსი მარტოხელა ქალბატონებზე

უკვე მერამდენედ გაზაფხულდა,
თქვენ კი მარტოობას ისევ ებრძვით,
უკვე მერამდენედ არ დასრულდა
ისევ მარტო ხართ და ისევ ელით.
ალბათ გულიც ბევრ რამეზე გწყდებათ
როგორ არ მოვიდნენ ის „პრინცები.“
სარეცელზე მარტოობა გხვდებათ,
საბანს გახურავენ პრინციპები.
თქვენ კი თქვენს დღიურში
გამხმარ ყვავილივით,
ისევ, ისევ, გჯერათ გათენების,
ისევ თაყვანსა სცემთ ილუზიას,
თითქოს ძლიერი ხართ ტკივილივით.
ცხოვრების ციფერბლატზე
იდებთ ნავსაყუდელს,
ღმერთის აღარ გჯერათ,
მხოლოდ გწამთ მისნების,
დღემდე ვერ მიმხვდარხართ
გიყვარდეთ თუ გძულდეთ,
რომ არ გიჩერებენ საათის ისრები.
მე კი გიყურებთ და მენანებიბთ,
ბაღში რომ სეირნობთ სიძველესთან.
ალბათ თქვენს ვნებებსაც ებრალებით,
ჯვარი რომ დასწერეთ სიბერესთან

(ნოდარ რევაზიშვილი)

კომენტარი