სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10 ფილმი რომელიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ

„ფილმები რომელიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ“ - აღნიშნული სათაურით, ინტერნეტში არაერთ სტატისტიკასა და გამოკითხვის შედეგებს წააწყდებით, თუმცა საანდოობით ყველა მათგანი არ გამოირჩევა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ ყველა დროის 10 ყველაზე რეიტინგული ფილმი, არის თუ არა ჩვენს მიერ შემოთავაზებული სია „10 ფილმი რომელიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ“ ეს თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა ფაქტია, რომ ჩამოთვილი კინონამუშევრები ყველაზე პოპულარული ფილმების სტატუსს სწორედ მაყურებელთა დიდი რაოდენობის მეშვეობით ატარებენ.

მეათე პოზიცია: Fight Club (1999) - მებრძოლთა კლუბი. ფილმში მთავარ როლებს ბრედ პიტი და ედვარდ ნორტონი ასრულებენ. სიუჟეტის მიხედვით ოფისის მუშაკი საკუთარი მოსაწყენი ცხოვრების შეცვლასა და დეპრესიის დაძლევას ცდილობს, სწორედ ამ დროს მის ცხოვრებაში ჩნდება ტაილერი, რომელიც მთავარი გმირის სრული ანტიპოდია. ორი ერთმანეთისგან განსხავებული პიროვნების გაცნობისთანავე ფილმში ნამდვილი საგიჟეთი იწყება, თუმცა სიუჟეტის მთავარი კვანძის გახსნის შემდეგ საგიჟეთი იქნებ სამოთხედაც კი მოგეჩვენოთ.

მეცხრე პოზიცია: The Lord of the Rings: The Return of the King (2003) - ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება. - პეტერ ჯექსონის ფანტასტიკური ჟანრის ფილმი, რომელმაც თავის დროზე არაერთი რეკორდი მოხსნა.

მერვე პოზიცია: Schindler's List (1993) - შინდლერის სია. მეორე მსოფლიო ომის შესახებ მრავალი ფილმი გადაღებულა და ალბათ კიდევ ბევრს გადაიღებენ, თუმცა შინდლერის სია, არცერთ მათგანს არ გავს, ალბათ იმიტომ, რომ ოსკარ შინდლერი ერთადერთი იყო. ის გახლდათ გერმანელი, რომელმაც დაახლოებით 1200 ებრაელი გადაარჩინა.

მეშვიდე პოზიცია: 12 Angry Men (1957) – 12 განრისხებული მამაკაცი. სიუჟეტის მიხედვით ახალგაზრდა ყმაწვილს საკუთარი მამის მკვლელობაში ადანაშაულებენ და მას სიკვდილით დასჯა ელექტროსკამით ემუქრება. თორმეტი მოსამართლე ვერდიქტის გამოსატანად შეიკრიბა, მათ უნდა დაასკვნან დამნაშავეა თუ არა ბრალდებული.

მეექვსე პოზიცია: The Dark Knight (2008) შავი რაინდი - ამ ფილმში ბეტმენის როლს კრისტიან ბეილისი ასრულებს. „შავი რაინდის“ პერსონაჟი გახლავთ კოჯერიც, რომელიც უარყოფითი როლის მიუხედავად ბევრისთვის საყვარელი გმირია და რომელსაც აწ გარდაცვლილი ჰიტ ლეჯერი ასახიერებს.

მეხუთე პოზიცია: The Good, the Bad and the Ugly (1966), კარგი ცუდი და ბოროტი, 60-იანების ბესტსელერი, რომელიც დღემდე დიდი პოპულარობითა და მოწონებით სარგებლობს.

მეოთხე პოზიცია: Pulp Fiction (1994) მაკულატურა. კვენტინ ტარანტინოს შავი კომედია, დანაშაულებათა სამყაროს შესახებ, რომელსაც 40-ზე მეტი კინემატოგრაფიული ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის ოსკარი საუკეთესო სცენარისთვის

მესამე პოზიცია: The Godfather: Part II (1974) ნათლიმამა: ნაწილი სამი. კორლეონეების საგის მესამე ნაწილი, სადაც მოვლენები მაიკლ კორლეონეს გარშემო ვითარდება.

მეორე პოზიცია: The Godfather (1972) ნათლიმამა. ფრენსის ფორდ კოპოლას ლეგენდარული საგა კორლეონეების ოჯახსა და მათ ახლობლებზე. ნათლიმამა ყველა დროის ლეგენდარულ ფილმადაა მიჩნეული, თუმცა ვინც კორლეონეების ოჯახს წიგნიდან იცნობს, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ წიგნში მათი ისტორია ბევრად უფრო მძაფრად და საინტერესოდ არის ნაამბობი.

პირველ პოზიცია: The Shawshank Redemption (1994) გაქცევა შოუშენკიდან. სიუჟეტის მიხედვით შოუშენკი – ციხის სახელწოდებაა. აქედან ვერავინ გარბის, აქ აზრი არა აქვს დამნაშავე ხარ თუ უდანაშაულო, ეს არის ჯოჯოხეთი დედამიწაზე, თუმცა...

(მომზადებულია imdb-ს რეიტინგის მიხედვით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100