სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ პოსტით ცნობილმა ამერიკელმა ბლოგერმა კარიერაში პაუზა აიღო

გთავაზობთ ერთ-ერთი ამერიკელი ბლოგერის პოსტს, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფსევდონიმებით წერდა და დიდი რაოდენობით მკითხველიც ჰყავდა, თუმცა საკუთარი კარიერის აღმავლობის დროს, ამ პოსტით მან პაუზა აიღო და გარკვეული პერიოდი საერთოდ აღაფერი დაუწერია.

მინდა დავწერო, რაიმეზე დავწერო, შენზე ან უბრალოდ რაიმე უსულო საგანზე, მაგრამ არ გამომდის ან არასაკმარისად სავსე ვარ ან არასაკმარისად ცარიელი და არ გამოდის წერა...

ამასწინათ ქალებზე მინდოდა რაიმეს დაწერა, მინდოდა დამეწერა თუ როგორი სულელები ბრძანდებიან სუსტი სქესის წარმომადგენლები... სპეციალურად დაკვირვებაც კი დავიწყე უცხო თუ ნაცნობ გოგონებსა და ქალბატონებზე, მათი სიშტერის კოეფიციენტის დადგენა მინდოდა... ხოდა ზედმეტად ჩავუკვირდი მგონი და სიბრაზემდე მიმიყვანა მათმა უჭკუობამ... მივხვდი ქალების სისულელეზე რაიმეს თუ დავწერდი ძალიან დავამცირებდი, კაცებისგან ისედაც დამცირებულ ამ მოდგმას და გადავიფიქრე...

მერე კაცებზე მინდოდა დამეწერა, სიამოვნებით დავწერდი თუ როგორი ძლიერები, ამტანები, ჭკვიანები და კარგები არიან ისინი, მაგრამ ტყუილის წერა განსაკუთრებით რთულია... კაცები ბოროტები არიანთქო ამის დაწერა უფრო ნაკლები საშინელება იქნებოდა ვიდრე მწარე სიმართლე, ვიდრე სიმართლე, რომელიც თანამედროვე კაცობრიობის მოდგმას ამწარებს, სიმართლე კი იცით რაში მდგომარეობს? თანამედროვე კაცები საოცრად სუსტები არიან... მხოლოდ წარუმატებელ, გზა და ცხოვრება არეულ მამაკაცებზე არ ვსაუბრობ, წარმატებული, ერთი შეხედვით შემდგარი მამაკაცების მიღმაც კი იმხელა სისუსტე დგას გული აგერევა ადამიანს... ქალების სიშტერეზე ასჯერ უფრო ამაზრზენია მამაკაცების ლაჩრობა და ამაზრზენ თემაზე წერა არ მინდა..

ყველაზე მეტად ალბათ იმ ერთადერთზე წერა უადვილდება ადამიანს, აი იმაზე „ჩემი ერთადერთიო“ რომ ამბობენ... მაგრამ მე აქაც დავიბენი, ჩემი ერთადერთის ამბავი ცოტა რთულადაა, რადგან ჩემი ერთადერთი რამდენიმე ადამიანშია გაფანტული.. ანუ ჩემი ერთადერთი არსებობს, მაგრამ ის ერთი არაა, ერთ ადამიანში ვერ ვიპოვე მისთვის აუცილებელი ყველა ატრიბუტი და ვარ ასე დაბნეული... ერთს ა პუნქტი აქვს, მეორეს ბე, მესამეს ცე და ასე მგონი დაუსრულებლადაც, ხოდა ეხლა ერთადერთის ვინაობის დასადგენად ვზივარ და ვფიქრობ რომელი პუნქტია ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ა, ბე, ცე თუ ზეტი... როცა ამას გავარკვევ მერე მივანიჭებ ერთადერთის სტატუსს იმას, რომელსაც ექნება ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი, რადგან ყველა პუნქტი ერთად არავის აქვს და შესაბამისად ჩემი იდეალური ერთადერთი ბუნებაში ან არ არსებობს და ან სადღაც შორს სძინავს.

მერე ვიფიქრე მეგობრობაზე დავწერთქო, მაგრამ ამ თემას ჩემს გონებაში ბზარი მაშინ გაუჩნდა, როცა აღმოვაჩინე, რომ: ცოლებს ქმრის ძმაკაცებში კაცის დანახვა შეუძლიათ, კაცებს 2 დაქალთან ერთდროულად ფლირტაობა და კიდევ ის, რომ ზოგჯერ ვნება მეგობრობაზე ძლიერია. ხოდა ბზარგაჩენილ თემაზე წერაც არ მინდა...

ბოლოს ფულზე დავწერთქო ვიფიქრე, ის ხომ ყველას უყვარს, ის ხომ ყველა პრობლემას აგვარებს და ბოლოს და ბოლოს ის ხომ ჯოჯოხეთს ანათებს, მაგრამ აბა როგორ უნდა წერო იმაზე რაც არ გაქვს და შესაბამისად არ იცი რა გრძნობების მოტანა შეუძლია. ხო უფულობაზეც შეიძლებოდა წერა, მაგრამ კარგით რა, სასაცილოა, იმაზე დაწერო რაზეც ყველგან, ყველა და ყოველთვის ლაპარაკობს, უფულობა იმდენად გაცვეთილი თემაა ახალს ვერაფერს დავწერდი.

და მერე, მერე იცით რა მომივიდა? მოვკვდი, მოვკვდი, რადგან წერა ერთადერთია რაც შემიძლია და ვიცი, წერა ჩემი ჰობი, პროფესია და სასიცოცხლოდმნიშვნელოვანი გახლავთ შემოსავლის წყაროა, მე წერა აღარ შემიძლია და რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას?

მოვკვდი, მაგრამ ჩემს სიკვდილს პირდაპირი მნიშვნელობით ნუ გაიგებთ, მე ცოცხალი გვამი ვარ, სუნთქვა, ძილი, ჭამა და ღიმილიც კი შემიძლია, მაგრამ ახლა მე ვარ მუნჯი მომღერალი, ცალფეხა ფეხბურთელი, ბრმა მხატვარი და ყრუ მელომანი. მე მოვკვდი და ახლა მე უფლება მაქვს მძულდეს ცხოვრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100