მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა Droni.ge-ზე, სპეციალური ფასები: 599 877 900
720 x 75
ბანერი - 1
ყველაზე კითხვადი სტატია
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ბლოგები
ღია წე­რი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­მი­ერ­–­მი­ნისტრს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს
ახლა კითხულობენ

"შეუმჩნეველი" პოლიტიკური ავანტიურა "ვეფხისტყაოსანში"  

როგორ გადაარჩინა ვაჟა-ფშაველამ ალენ დელონი  

ირინა ონაშვილმა ეს სიმღერა პროფესიონალი მომღერალივით შეასრულა  

როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები რეალურ ცხოვრებაში (ფოტო)  

ამ ლექსში ყველა ქალი ჩაეტია  
200 x 120
ბანერი - 7

"ჯობია მოკვდე ვიდრე..." - ცეზარისა და მისი ექიმის ისტორია 

ასე დაამტკიცა ღმერთის არსებობა აინშტაინმა 

ნათია ფანჯიკიძის გულისამაჩუყებელი პოსტი მისი და ალასანიას ოჯახზე 

ამ ფოტოს ნახვის შემდეგ ყველა ავტომოყვარულს გული ეტკინება 

თბილისში კია სორენტოს ახალი 2015 წლის მოდელის პრეზენტაცია გაიმართება 

ახალი პატრულის მანქანით ავარიაც მოასწრეს (ფოტო) 
200 x 336
ბანერი - 8
200 x 120
ბანერი - 12
მურმან ლებანიძის ლექსი გალაკტიონსა და ტიციან ტაბიძეზე
მურმან ლებანიძე
23:44 01.10.2013

გალაქტიონი ტიციანთან ყოფილა უბრად,
ტიციანს თავის პოეტებში ჰქონია სუფრა,
და იჯდა თურმე ჩვენი დენდი საერთო ჯამთან -
უხორცო იყო, ცოტას სვამდა და ცოტას ჭამდა,
გალაქტიონი შემოსულა დუქანში ამ დროს,
მარტო დამჯდარა, მარტოსული, და უსვამს მარტოს;
არ მიუხმია ის ტიციანს, არა და არა,
და ასე უბრად, უხერხულად კარგა ხანს მსხდარან.
უცებ… (მახლობლად პურს ნაჭამა რეგვნების ჯგუფი)
გალაქტიონთან ერთ-ერთ რეგვენს მოსვლია ჩხუბი:
პოეტი მეფე ვერც მიმხვდარა რატომ და რისთვის, -
უკადრებია რეგვენს სიტყვა რეგვნული მისთვის…
აჰფეთქებია აქ ტიციანს უეცრად დენთი,
წამოვარდნილა ჩვენი ლორდი და ჩვენი დენდი,
დაუდგამს ჭიქა, შეუხსნია კისერზე ბანტი
და უხეთქია რეგვნულ შუბლში რეგვნისთვის კვარტი.
და დარევიან პოეტები ერთპირად რეგვნებს
და ჭახაჭუხი შესდგომიათ ბოთლებს და ნეკნებს;
და როცა ჩვენი ლომკაცები ბრძოლით დამძღარან,
დაუფრენიათ თხებივით და ომი დამცხრალა,
- ტიტე, ძამიკო! – შეშლილივით აყვირებულა გალაქტიონი
და ორთავე ატირებულა ორპირის ფშანზე
გაზრდილ ბიჭებს უეცრად გული ამოსჯდომიათ,
ხვევნა-კოცნა შექმნილა ძმური;
გადმოსცვენია შვების ცრემლი ტიციანს მისით,
რაც ექნებოდათ სამდურავი იციან, ვიცით!
დიდი ბავშვები! ამდგარან და და დამსხდარან ერთად
და პოეზია უთქვამთ პირველ საერთო ღმერთად.
პაოლოს გარდა ამ საქმეში ყოფილა გოგლა,
ყოფილა სმა და გადარევა ყოფილა ოხრად.
ეს ყველაფერი მე მიამბო “არაგვში” გალამ
და, თუ ვუმატებ, ანუ ვაკლებ, ან რამეს ვმალავ,
არამი იყოს ის წარწერა: “სულით და გულით!”
იქ, იმ სარდაფში მიღებული ღვინო და პური!
გული გულს იცნობს, ღონე ღონეს, მარჯვენი მარჯვენს…
ლეგენდად დარჩეს, მეგობრებო, ლეგენდად დარჩეს!

კომენტარი     ბეჭდვა  

ლოლა2013-10-02 00:05:28
მურმან ლებანიძე საოცრად კითხულობდა საკუთარ ლექსებს.

დონ სელერი2013-10-02 00:12:11
ეს სოფლები: ეს ლიქოკი, ეს არხოტი,
ცარიელა ეს პატრახი საიგავო,
მეშინია, ეს სამოთხე, ეს წალკოტი
სხვა არვინ მოვიდეს და დაიკავოს!

ლოლა2013-10-02 00:18:34
გული ცუდს უგრძნობდა

დონ სელერი2013-10-02 00:24:11
ყველა თავის ჯამს
ჩასცქერის და ცბიერია,
ოცი კაცი _ ჭამს,
მილიონი მშიერია!
შავზე იტყვის შავს,
ვინც კაცი და ძლიერია,
ოცი კაცი _ ჭამს,
მილიონი მშიერია.
სწყევლი დროს და ჟამს,
ივერია! ივერია?
ოცი კაცი _ ჭამს,
საქართველო _ მშიერია

დონ სელერი2013-10-02 00:30:05
ზოგიერთ უსახელო იუზერს ამ საიტზე

მე ვერ გავეჯიბრები
ვაჟას LEქსის თოხნაში!
ტატოს _ საკაცობრიო
კვნესაში და ოხვრაში!
რუსთველს _ ხოდაბუნების
ზღვიდან ზღვამდე Mოხვნაში!
მაინც მიღრენს "უსახელო იუზერი"
შათლახი და Oღრაში!..

დონ სელერი2013-10-02 00:31:52
ურჩი ჭავლები გილოკავენ ხორბლისფერ ძუძუს,
ლურჯი ჭალები მოფენილა გვირილით...
სიწრფელე მამრის შენდამი ითხოვს ჩურჩულს,
შეცდომა არის გრძნობათა მხელა ყვირილით.
უმარტივესი, უბრალო სიტყვით გეუფლები,-
არც ხრმალ- დამბაჩით, არც მაჭახლით და ხირიმით,-
"წამოხვალ-მეთქი?!" ყურში ჩურჩულით გეუბნები,
"თუნდაც სიკვდილში!"- შენ მეუბნები ტირილით.

დონ სელერი2013-10-02 00:51:32
გაზაფხული შემოსულა, ლენ.
ბუდეები გაუწყვიათ ჩიტებს…
მე გიყიდი წითელ-ყვითელ ჩითებს,
თეთრი ტილო მომიქარგე შენ!
გაზაფხული შემოსულა, ლენ!
მოგანატრე სათიბი და ტყე,
სუნი ქუსლით გასრესილი ანწლის,
შორს გუმბათი ბეთანიის ტაძრის
და ცისფერი უბორკილო დღე…
მოგანატრე სათიბი და ტყე!
აწი აღარ გაგაჩერებ შინ,
აწი ოჯახს ვერ დაარქმევ “დილეგს”,
მკვირცხლი ბიჭი შეუყენე ბილიკს –
მწევარივით გამიხტუნე წინ!
აწი აღარ გაგაჩერებ შინ!
გაზაფხული შემოსულა, ლენ.
რია-რია გაუმართავთ ჩიტებს…
მე გიყიდი ყვავილიან ჩითებს,
თეთრი ტილო მომიქარგე შენ!
გაზაფხული შემოსულა, ლენ!

შენი მამაიობი2013-10-02 01:02:16
დონ სელერ
ადრე რა კაი, კურტუმული ბიჭი იყავი და ეხლა რა ჩემი ყ..ე დეგეტაკა?

დონ სელერი2013-10-02 01:45:30
ხარი ხართან დააბიო... ხომ გაგიგია ჯუანშერ?!

ლოლა2013-10-02 09:35:47
........

2013-10-03 09:56:35
ამბავია კარგი ,თორემ ლექსი დებილურია

უცხოელი2013-10-29 00:41:43
.......??///?////////......

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
info@presa.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247, 595 58-18-18
599 877-901, 599 877-908
2014-12-19
visitor 55 082
visit 75 217
page 121 285
2014-12-20
  9 622
  10 459
  16 370
რეკლამა საიტზე
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი
160 x 500
ბანერი - 32
160 x 350
ბანერი - 34
160 x 350
ბანერი - 35