სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიმდინარე წელს ფესტივალი „Ozzfest“ არ ჩატარდება

რამდენიმე დღის წინ ოზი ოზბორნმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიმდინარე წელს როკ-ფესტივალი „Ozzfest“ არ ჩატარდება. მუსიკოსმა მიზეზად საკუთარი გადატვირთული გრაფიკი დაასახელა. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ოზბორნი ამერიკული ტურნედან დაბრუნდა და უახლოეს მომავალში ევროპაში აპირებს გამგზავრებას.

ფესტივალი ბოლო სამი წლის განმალობაში ორჯერ ჩატარდა. გასულ წელს „Ozzfest“-მა მხოლოდ ექვსი შტატი მოიცვა. 2008 წელს კი ფესტივალის ჩარჩოებში,ქალაქ დალასში, მხოლოდ ერთი კონცერტი ჩატარდა. კონცერტში მონაწილეობა ოზი ოზბორნთან ერთად, ჯგუფებმა „Metallica“-მ, „Apocalyptica“-მ და მუსიკოსმა ჯონათან დევისმა მიიღეს.

„Ozzfest“ 1997 წლს ოზი და შერონ ოზბორნებმა დააპროექტეს. ფინანსური პრობლემებისა და დიდი კონკურენციის გამო, ფესტივალმა ცვლილებები განიცადა. მიუხედავად ეკონომიკური სირთულეებისა, ფესტივალის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე კონცერტი იგეგმება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100