სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფოტოსერია “ლოდინი” - 40 ამბავი ოჯახებისა,რომლებიც ახალ წევრს ელოდებიან

რუსი ფოტოგრაფის, ჟანა რომანოვას ფოტოსერია “ლოდინი” 40 ამბავს ყვება ოჯახებისას, რომლებიც ახალ წევრს ელოდებიან. 40 შერჩეულია კვირათა რაოდენობის მიხედვით, რაც ნაყოფს დედის მუცელში ყოფნისთვის ჭირდება. თითოეულ ფოტოზე ასახულია მძინარე წყვილი – კაცი & ორსული ქალი . ფოტოები გადაღებულია ადრე დილით, როცა როგორც ჟანა ამბობს, ადამიანები ყველაზე ნაკლებად ზრუნავენ, როგორ გამოიყურებიან და როგორია მათი საცხოვრებელი სივრცე. ასეთი გარემო საუკეთესოა იმის დასანახად, რა დამოკიდებულებაა ადამიანებს შორის რეალურად. ფოტოების უმეტესობა შაბათ-კვირას დილის 5-6 საათზეა გადაღებული, ანუ მაშინ, როცა შეგიძლია თავს მშვიდად ძილის უფლება მიცე და სამსახურში არ გეჩქარება.

ფოტოგრაფი ამბობს, რომ ის ფოტოსესიის იდეამდე მას შემდეგ მივიდა, რაც რამდენიმე წლის წინ, მისი ყველა მეგობარი ერთად აღმოჩნდა ოჯახურ ცხოვრებაში ჩაბმული. ორსული მეგობრების სალაპარაკო თემა ძირითადად საყიდლები, სახლის მოწყობა, მათი მდგომარეობისდან გამომდინარე სირთულეები იყო. “პრობლემების გადაჭრას ყოველთვის ფოტოების საშუალებით ვცდილობ, ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა პროექტი ორსული ქალების ცხოვრებაზე.”

გარდა მეგობრებისა, ჟანას ობიექტივის ქვეს მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც ინტერნეტსივრცეში გამოთქვეს სურვილი პროექტში მონაწილეობაზე.

“პროექტზე მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ ყველა წყვილი, ვინც გადავიღე, 20-დან 30 წლამდე ადამიანები იყვნენ, დაბადებულები საბჭოთა კავშირში, მათი შვილები კი იქნებოდნენ ადამიანები, რომლებიც იმ ქვეყნის შესახებ მხოლოდ წიგნებიდან გაიგებენ. ასე გამოვიდა პროექტი არა მხოლოდ მძინარე წყვილების შესახებ, არამედ ახალგაზრდა ოჯახების კატალოგი, რომლებიც დიდ, თანამედროვე ქალაქში ცხოვრობენ.”

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100