სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სიმდიდრისა და სიღარიბის საერთო, გენიალური ფრაზა

ეს იყო ქრისტიანების დევნის პერიოდში. ერთ სოფელში ქრისტიანული ოჯახი ცხოვრობდა. მამას უჭირდა ცოლისა და პატარა ბავშვების გამოკვება, თუმც მუშაობდა მუხლჩაუხრელად. მთელი სასაოება ღმერთზე ჰქონდა დამყარებული და სჯეროდა, რომ დადგებოდა დღე, როცა ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. ოჯახი რომ გაემხნევებინა, პატარა დაფაზე ამოტვიფრა შემდეგი სიტყვები: ,,ყოველთვის ასე არ იქნება'', და წარწერა გამოსაჩენ ადგილზე ჩამოჰკიდა.

გავიდა წლები, დადგა კმაყოფისა და თავისუფლების ხანა, ბავშვები გაიზარდნენ, გაჩნდნენ შვილიშვილები. ერთხელაც შეიკრიბნენ ყველანი მდიდრულ სუფრაზე მშობლიურ სახლში.

ილოცეს, ღმერთს მადლობა არუვლინეს ნაბოძები სარჩო-საბადებლისთვის და მაგიდას შემოუსხდნენ.
უფროსმა შვილმა ყურადღება მიაპყრო კედელზე დაკიდებულ ძველ დაფას.

-მოდით, ჩამოვხსნათ,- ეუბნება მამას, არ მინდა გავიხსენო ის მძიმე წლები. ახლა ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.

-არა შვილებო,ეკიდოს თავის ადგილზე. გახსოვდეთ, რომ არც ასე იქნება ყოველთვის, და შვილებსაც ეს ასწავლეთ. ყოველთვის და ყველაფრისთვის უფლის მადლიერნი უნდა ვიყოთ. მძიმე დროა? მადლობა ღმერთს გამოცდისთვის. იოლად ცხოვრობ?- მადლობა ღმერთს ნუგეშისთვის. მადლიერების გრძნობა კი მხოლოდ იმას შეიძლება ჰქონდეს, ვისაც მუდამ ახსოვს მარადიულობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100